საქართველოში, ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული 1 პაციენტი გარდაიცვალა. ის 70 წელს არის გადაცილებული და უკავშირდება ქობულეთის კლასტერს. კლინიკა მედალფას რეგიონული დირექტორის ლევან ანთაძის განცხადებით, ქალს კორონავირუსის გარდა, სხვა თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა, მათ შორის დიაბეტი და გულსისხლძარღვთა დაავადებები.
პაციენტი ბათუმის „მედალფაში“ გარდაიცვალა.
მას კორონავირუსი 8 აპრილს დაუდასტურდა და მართვით სუნთქვაზე იყო.
საქართველოში კორონავირუსი 385 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 84 უკვე გამოჯანმრთელდა.
კომენტარები