საქართველოში კორონავირუსით რვა პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 201-ს შეადგენს.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 928 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 604 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში კორონავირუსის 1 941 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ათი პაციენტი გარდაიცვალა.
კომენტარები