• რეკლამა
  • კონტაქტი
11:49, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოში ინტრავენური ნარკოტიკის 58 000 მომხმარებელია, მათგან მხოლოდ 20% არის ჩართული ჩანაცვლებით თერაპიის პროგრამებში – ზურა სიხარულიძე

ალია ავტორი - ალია
10:42 03-18-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
178

არ ვიცი რატომ ავრცელებენ ტყუილებს ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების შესახებ და რატომ უნდათ, რომ ეს ადამიანები ისევ ქუჩაში აღმოჩნდნენ – ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს:

რამდენჯერ უნდა დავწერო და ვთქვა არ ვიცი და რატომ ავრცელებენ ტყუილებს ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების შესახებ და რატომ უნდათ, რომ ეს ადამიანები ისევ ქუჩაში აღმოჩნდნენ.
ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში მთელ საქართველოში ჩართულია სტატისტიკური მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვარტალში მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამით 12 380-მა პირმა ისარგებლა, მათ შორის 79 ქალი. 2023 წელს ეს მაჩვენებელი 15 857-ს შეადგენდა, მათ შორის 94 ქალი, ხოლო 2022 წელს – 17 646 ბენეფიციარი, მათ შორის 99 ქალი. .
პროგრამაში მოხვედრისთვის აუცილებელია შემდეგი კრიტერიუმების დაკმაყოფილება:
1. უნდა იყო ინტრავენური ნარკოტიკის მომხმარებელი;
2. უნდა გქონდეს ოპიატების მოხმარების მინიმუმ 3-წლიანი ისტორია, მათ შორის ბოლო 1 წელი – ინტრავენურად;
3. უნდა იყო 21 წლის ან მეტი ასაკის;
4. უნდა გქონდეს მკურნალობის მცდელობა (ეს არ არის სავალდებულო პირობა).
რა მიზანი აქვს ჩანაცვლებით თერაპიას?
1. ზიანის შემცირება – პროგრამა ხელს უწყობს იმას, რომ ადამიანი აღარ მოიხმარდეს ნარკოტიკს ინტრავენურად და მიიღოს პერორალურად (პირის გავლით);
2. დაცვა ჯანმრთელობის რისკებისგან – თუ ადამიანს ჯერ არ აქვს მიღებული გადაწყვეტილება ნარკოტიკზე საბოლოო უარის თქმის შესახებ, მას საავადმყოფოში მიღებული მედიკამენტით მაინც იცავენ ზედოზირებისა და ინფექციური დაავადებებისგან;
3. კრიმინალური ქცევის შემცირება – პროგრამაში ჩართვა ხელს უწყობს ნარკოდამოკიდებული პირის საზოგადოებაში ინტეგრაციას, ამცირებს ქურდობას, ნარკოდანაშაულსა და სხვა კრიმინალურ ქცევებს.
რაც შეეხება აბსტინენციაზე (ნარკოტიკზე სრულად უარის თქმაზე) ორიენტირებულ მკურნალობას, მსოფლიოში და საქართველოში მხოლოდ 5-10%-ს უვითარდება სრული გამოჯანმრთელება. ეს მაშინ, როდესაც პაციენტი გადის მინიმუმ 3-9 თვიან სრულ სარეაბილიტაციო კურსს.
საქართველოში ბოლო მონაცემებით, ინტრავენური ნარკოტიკის მომხმარებელია დაახლოებით 58 000 ადამიანი, ხოლო მათგან მხოლოდ 20% არის ჩართული ჩანაცვლებით თერაპიის პროგრამებში.
მნიშვნელოვანია გავიაზროთ: ჩანაცვლებითი თერაპია არ ისახავს მიზნად, რომ ადამიანი ერთბაშად შეწყვიტოს ნარკოტიკის მოხმარება, არამედ ეხმარება მას ცხოვრების წესის შეცვლაში. თუ პაციენტი გადაწყვეტს, მას აქვს შანსი საბოლოოდ თავი დააღწიოს ნარკოდამოკიდებულებას – წერს ზურა სიხარულიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved