• რეკლამა
  • კონტაქტი
12:58, სამშაბათი, 17 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოში ინდური შტამი 1 თვის წინ შემოვიდა… 2%-იც არაა აცრილი და ყველაფერი გახსნილია… პაპანაქებაში გამოცდების ჩატარება „მეხუთე კოლონის“ მოქმედებაა – გიორგი ფხაკაძე

ალია ავტორი - ალია
20:14 06-15-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
23

პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძღვანელი, გიორგი ფხაკაძე, აქვეყნებს ვიდეოს სოციალურ ქსელში და წერს: 

ბევრი მეკითხება, ამიტომ პირველად ამაზე გეტყვით – ჩემი ვაქცინაციიდან უკვე 24 საათი გავიდა და თავს მშვენივრად ვგრძნობ, მხოლოდ ოდნავ მტკივა ნანემსარი.

ინდურ შტამთან, ე.წ. „დელტასთან“ დაკავშირებით – არც თუ კარგი ამბებია. ის კატასტროფულად სწრაფად ვრცელდება. ბრიტანეთში ახალინფიცირებულთა 96% ინდური შტამითაა ინფიცირებული. თუ ბრიტანული შტამის გავრცელებას რამდენიმე თვე დასჭირდა, ინდური შტამი კვირეებსა და დღეებში იპყრობს ევროპას.

საქართველოში ინდური შტამი ჯერ კიდევ ერთი თვის წინ შემოვიდა. ქვეყანაში შესაბამისი რაოდენობით სეკვენირება ვერ ხდება, რადგან ეს ძვირადღირებული ტექნოლოგიაა. შესაბამისად, ზუსტი იდენტიფიცირება, ვინ რომელი შტამითაა ინფიცირებული, არ წარმოებს.

საუბარია, თითქოს საქართველოში ინდური შტამის 18 შემთხვევაა, რეალურად ეს რიცხვი გაცილებით მეტია და, ალბათ, ამ ციფრს ერთი ნული დავუმატოთ.

მაისის შუა რიცხვებში წამოვიდა პირველი კვლევები – ბრიტანული შატმის წინააღმდეგ „ფაიზერის“ ეფექტურობა 92%-ია, ინდურის – 79%. „ასტრაზენეკათი“ აცრისას დაცულობა ბრიტანულ შტამთან მიმართებაში აღწევს 73%, ინდურის შემთხვევაში – 60%. სხვა ვაქცინებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გვაქვს.

ბრიტანეთში კოვიდით გარდაცვლილთა 30%-ს „ასტრაზენეკას“ ორივე დოზით იყვნენ ვაქცინირებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს დაემართათ ინდური ვირუსი.

ინდური შტამი იმდენად ვერაგია, რომ ბრიტანეთმა 4 კვირით გაახანგრძლივა შემზღუდავი ღონისძიებები და ლოკდაუნი ვერ მოხსნეს. ინდური შტამი 60%-ით უფრო გადამდებია, ვიდრე ბრიტანული.

ცნობისათვის, ბრიტანეთის მოზრდილი მოისახლეობის 56% „ასტრაზენეკათია“ აცრილი. საქართველოში 2%-იც არაა აცრილი და ყველაფერი გახსნილია. რაზე ვსაუბრობთ?! საქართველოში ვირუსის მეოთხე ტალღა იქნება სექტემბერში.

კიდევ ერთხელ აცრაზე – გუშინ რომ ავიცერი, ვაქცინაციას ატარებდა „წითელი ჯვარი“, მოხალისეები, პენსიაზე გასული მედპერსონალი, რადგან საავადმყოფოებში ადამიანურ რესურსს უფრთხილდებიან. ადგილზე იყო ერთი ექიმი, რომელიც ანაფილაქსიური შოკის განვითარების შემთხვევაში საჭირო ზომებს მიიღებდა.

ვაქცინაცია არ არის საშიში, ოღონდ ქვეყანა მომზადებული უნდა იყოს. მათ შორის, უნდა იყოს ელექტრონული ჯანდაცვა, ჩვენთან კი საბუთებს დღესაც ხელით ავსებენ.

ალბათ, ახლა ფულის კეთების ახალი საშუალება დაიწყება საქართველოში – ვაქცინაციის მასიური პუნქტები უნდა გავაკეთოთო. არ არის საჭირო. საქართველოში უფრო მეტი სამედიცინო დაწესებულებაა, ვიდრე ქვეყანას სჭირდება. ქვეყანაში 551 მულტიპროფილური საავადმყოფოა.

რა უნდა გაკეთდეს:

1.არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის კონტროლი უნდა მოწესრიგდეს საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით,

2.ვაქცინაციის პროგრამა უნდა განხორციელდეს არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში. 3.დატრენინგდეს შესაბამისი პერსონალი. ახალი პუნქტების გახსნა და „ფულის მახეები“ საჭირო არაა. არ დაიღალეთ ამდენი პიარით?! ნუ ფლანგავთ ქვეყნის ბიუჯეტს.

საქართველოში ვაქცინაციის პროცესში წითელი ჯვრის გამოყენება არ გვჭირდება. გამოვიყენოთ არსებული სამედიცინო დაწესებულებები, რომელიც მრავლადაა.

უამრავი დრო, ენერგია და ფინანსები იხარჯება უაზრო გეგმებზე, პროგრამებზე. ჯობდა, მთელი ჯანდაცვის სისტემა ფოკუსირებული ყოფილიყო ხარისხის გაუმჯობესებაზე, ტრენინგებზე, ინფექციის კონტროლზე და, რაც მთავარია, მთელი ძალისხმევა ხარისხიანი ვაქცინების შემოტანაზე უნდა ყოფილიყო მიმართული.

ექსკლუზივი – მე ვიყავი გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი და ჩემთან ერთად მუშაობდა ერთ-ერთი ჩემი მეგობარი ვინოდ პოლი. ის ახლა ინდოეთის მთავრობის მრჩეველია. ვინოდ პოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ინდოეთი იწყებს „ნოვოვაქსის“ ვაქცინის წარმოებას.

რაც შეეხება საქართველოს, ჩემი მოსაზრება ასეთია – ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსთან ერთად ცხოვრება და წერტილოვანი, მიზანდასახული ჩაკეტვები.

აბსურდის თეატრია ის, რომ აპირებენ პაპანაქება ზაფხულში გამოცდების ჩატარებას, მაშინ, როცა აგვისტოს ბოლოს, სექტემბრისთვის იქნება ვირუსის აფეთქება. ეს არის არა მარტო არაპროფესიონალიზმი, არამედ „მეხუთე კოლონის“ მოქმედება. ვიღაცამ უაზრო გადაწყვეტილება მიიღო, ბავშვებმა, მასწავლებლებმა და მანდატურებმა რა დააშავეს?!

გადაიტანეთ გამოცდების თარიღი, მაგალითად, ოქტომბერ-ნოემბერში, რადგანაც ამ დროისთვის მეოთხე ტალღა უკვე ჩამცხრალი იქნება. გაითვალისწინეთ, ინდური ვირუსი პირდაპირ ახალგაზრდებს ურტყამს.

რეკომენდაციები უცვლელია – სამედიცინო პირბადე, 2 მეტრიანი დისტანცია, ხელების დაბანა. ვაქცინაციამდე და ვაქცინაციის შემდეგ არავითარი ტესტების და ანალიზების გაკეთება საჭირო არ არის, თუ ამაზე ექიმის მითითება არაა.

ნებისმიერი ვაქცინის გაკეთებისას მიყევით ინსტრუქციას. ასევე, პირველი დოზის გაკეთების შემდეგ პირბადე მაინც უნდა ატაროთ. მეორე დოზის გაკეთებიდან 2 კვირის შემდეგ გამომუშავდება მაქსიმალური იმუნიტეტი, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ინდური შტამისგან მაინც არ ვართ ბოლომდე დაცული და ფრთხილად უნდა ვიყოთ.

არ გამოიყენოთ კონდიციონერი, თუ თქვენთან ერთად ოჯახის წევრების გარდა სხვა ადამაინებიც არიან. ოთახები ორპირით გაანიავეთ.

ევროპა და აშშ წლის ბოლომდე აიცრება და შემდეგ მთელ მსოფლიოში ვაქცინების აქტიური მიწოდება დაიწყება., 2022 წელი ცოტა რთული იქნება, 2023 წლიდან სიტუაცია დალაგდება.

გააკეთეთ სიკეთე, იყავით ყოველთვის კარგ ხასიათზე. ვიყოთ რეალისტები, სიმართლეს თვალებში ვუყუროთ. მოუსმინეთ ყველას, მაგრამ მხოლოდ საკუთარ თავს დაუჯერეთ.

მე ვაქცინა გავიკეთე, რადგან ვთვლი, რომ ეს ჩემთვის საჭიროა. მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, გსურთ თუ არა ვაქცინის გაკეთება, მე თქვენს გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. თქვენ უნდა გააკეთოთ ის, რასაც საჭიროდ თვლით.

ჯანმრთელობა არის არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ მენტალურიც. თუ თვლით, რომ თქვენთვის ვაქცინაცია ცუდია და მაინც აიცრებით, ფსიქოლოგიურად ეს უფრო გავნებთ. თქვენი ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა თანხვედრაში უნდა იყოს და თავი კომფორტულად უნდა იგრძნოთ.

კიდევ ერთხელ ვიტყვი – ვისაც გაქვთ საშუალება, წადით სოფელში და იყავით სუფთა ჰაერზე.

ჩვენ ამ ვირუსის სხვადასხვა ვარიანტებთან ერთად ცხოვრება დიდხანს მოგვიწევს, რადგან ქვეყნები არიან ეგოცენტრულები, მარტო თავის თავზე და ფულზე ფიქრობენ. იმის ნაცვლად, რომ მიღებული ყოფილიყო გლობალური გადაწყვეტილება – ყველასათვის ხელმისწავდომი ვაქცინა ყველგან ერთდროულად.

ევროპაში მოზრდილი მოსახლეობის 56% ერთხელ მაინც არის აცრილი, აფრიკაში კი 1%-იც არა. რა ჰუმანიზმზე ვლაპარაკობთ?!

როცა ვაქცინაციის სიავკარგეზე ვსაუბრობთ, დავფიქრდეთ, მდიდარი ქვეყნები აცრილია, ღარიბები – არა. ანუ ვაქცინაცია საჭიროა.

მე ყოველთვის მოგაწვდით ახალ, რეალურ ინფორმაციას, მიუხედავად იმისა, კარგია თუ ცუდი. ვიყოთ ინფორმირებული. ჩემი რჩევებით ერთი ადამიანი მაინც თუ გადავარჩინე, ეს იქნება ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი.

მოუფრთხილდით თავს, დაიცავით წესები, ყველაფერი კარგად იქნება!

თეგები: გიორგი ფხაკაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025

ბიზნესი

სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მაცხოვრებლებისთვის
ახალი ამბები

სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მაცხოვრებლებისთვის

12:46 06-17-2025
თიბისი IT აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე რეგისტრაცია იწყება
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე რეგისტრაცია იწყება

15:25 06-16-2025
ექსპრეს ლომბარდი საქართველოში ოქროს ნაკეთობების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემფასებელია!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საქართველოში ოქროს ნაკეთობების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემფასებელია!

15:18 06-16-2025
17 ივნისიდან PSP -აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება
ახალი ამბები

17 ივნისიდან PSP -აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება

13:41 06-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved