• რეკლამა
  • კონტაქტი
17:35, შაბათი, 21 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი შემცირებულია

ალია ავტორი - ალია
16:52 03-27-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
84

საქართველოში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი შემცირებულია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელის, ნოე მეგრელიშვილის განცხადებით, ჰაერში დამაბინძურებლების ზღვრული მნიშვნელობების გადაჭარბება 15 მარტიდან არ დაფიქსირებულა.

“დღეისათვის, ჰაერის ხარისხის მონიტორინგს 4 უმსხვილეს ქალაქში ვაწარმოებთ, 8 ავტომატური სადგურით. ეს ქალაქებია: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და რუსთავი. ყველა ამ სადგურზე ძირითადი დამბინძურებლების შემცირება ფიქსირდება. ქვეყანაში პრობლემური იყო მყარი ნაწილაკები და აზოტისოჟანგი. იქიდან გამომდინარე, რომ დაბინძურების წყაროები შემცირდა, განსაკუთრებით ეს ეხება ავტოტრანსპორტის ნაკადის მკვეთრ შემცირებას, ამან გამოიღო თავისი დადებითი შედეგი და 15 მარტიდან არცერთი დამაბინძურებლის ზღვრული მნიშვნელობები არ არის გადაჭარბებული. განსაკუთრებით ეს იგრძნობა აზოტისოჟანგის შემთხვევაში. 11 მარტიდან, მას შემდეგ რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა, ცალსახად ვხედავთ, რომ ჰაერში აზოტისოჟანგის კონცენტრაცია, რომელიც არის ძირითადად, ავტოტრანპორტის გამონაბოლქვი, აშკარად მოდის ქვევით,” – განაცხადა ნოე მეგრელიშვილმა.

სადგურებზე, რომელიც განთავსებულია გზის პირას, დატვირთული ქუჩების გასწვრივ, მათ შორის, ეს არის წერეთლის გამზირზე მდებარე სადგური, სადაც აშკარად გვიფიქსირდება კლება, ბათუმშიც ასევე გზისპირა სადგურია და აზოტისოჟანგის სერიოზული კლებაა. კლებაა ქუთაისში, მაგრამ არა იმ დოზით, როგორც ბათუმსა და წერეთელის გამზირზე. როცა საგანგებო მდგომარეობა მოიხსნება, რა თქმა უნდა, ისევ დაიტვირთება გზები და მატება ეტაპობრივი გვექნება, მაგრამ თუ განვითარდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საზოგადოებრივი ცნობიერება ამაღდება და მოქალაქეები იგივე ველოსიპედით ან ფეხით ივლიან, ამ შემთხვევაში, მატება არ უნდა იყო ისეთივე მაღალი, როგორიც გვქონდა. ჰაერში გოგირდის დიოქსიდი, ნახშირჟანგი, ყოველთვის იყო ისედაც გაცილებით უფრო დაბალი კონცენტრაციით, ვიდრე ევროპული სტანდარტით იყო გაწერილი.

თუმცა, მის ფორმირებაში ანუ მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის შექმნაში, ტრანსპორტს იმხელა წვლილი არ მიუძღვის, ეს არის სამშენებლო და სამრეწველო სექტორის გამო. ეს არის იგივე შეშის მოხმარებისა და საზღვრებს გარედან შემოსული მტვერის გამო. მყარი ნაწილაკების შემცირების ასეთი მკვეთრი სურათი არ გვაქვს. რა თქმა უნდა, იქაც გვაქვს მცირედით კლება, მაგრამ არა მკვეთრი, რადგან უმსხვილესი სამრეწველო და სამშებელო სექტორი კვლავაც აგრძელებს მუშაობას. წყალის დაბინძურებაზე ინფორმაცია არ გვაქვს, რადგან წყლის სიჯების აღება ამ ეტაპზე შეჩერებულია, არსებული მდგომარეობიდან გამოდმინარე. თან, ამასთნ ასეთი მყისიერი შედეგი შეუძლებელია გვქონდეს. წყალში გამოჩნდება რამდენიმე თვის შემდეგ თუ ასე გაგრძელდა.”

რაც შეეხება ჰაერში ტყვიის შემცვლელობას, ნოე მეგრელიშვილის თქმით, მონიტორინგის შედეგებით დასტურდება, რომ წლებია ჰაერში ტყვია არის ზღვარზე გაცილებით უფრო დაბალი კონცენტრაციით.

ინტერპრესნიუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სიმპტომი, რომლის დროსაც სასწრაფოდ უნდა მიმართო ოფთალმოლოგს – მხედველობის რა ნაწილი აღდგება კატარაქტას ოპერაციის შედეგად?
ახალი ამბები

სიმპტომი, რომლის დროსაც სასწრაფოდ უნდა მიმართო ოფთალმოლოგს – მხედველობის რა ნაწილი აღდგება კატარაქტას ოპერაციის შედეგად?

16:34 02-20-2026
აღმოაჩინე სილქფესტის აქციაში სასურველი პირობა და ჩაირთე რჩეული პაკეტები!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის აქციაში სასურველი პირობა და ჩაირთე რჩეული პაკეტები!

11:13 02-20-2026
„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ
ახალი ამბები

„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ

18:07 02-19-2026
რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?
ახალი ამბები

რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?

15:36 02-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved