• რეკლამა
  • კონტაქტი
13:11, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საქართველოში “ბელარუსი 2″ განმეორდება” – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
15:21 09-30-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

ქართული ოცნება“ თუ ასე გააგრძელებს პროვოკაციებს და ადამიანებზე ზეწოლას, საქართველოში „ბელარუსი 2“ განმეორდება. ამის შესახებ „2020NEWS“-თან საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ განაცხადა:

„გუშინდელ მომხდარს, თუ შევუცვლით თარიღს და დავაწერთ 2024-ს, ან ნებისმიერი წელს, ისინი იგივეს გაიმეორებენ, რადგან ეს მათი წინასაარჩევნო სცენარია.

ასე იწყება ფიზიკური დაპირისპირება ჯერ აქტივისტებზე, შემდეგ კი სხვა ადამიანებზე. მათი მხრიდან წინასაარჩევნო ზეწოლებს და ზემოქმედებებს შეჩვეულები ვართ. თუ კი ოპოზიციის აქტივისტებსა და ჟურნალისტებს აყენებენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, მაშინ უმწეო ადამიანებს რას გაუკეთებენ?

„ქართული ოცნება“ ისევ განაგრძობს დაშინებას მასწავლებლების, საჯარო მოხელეებისა და კერძო სამსახურში დასაქმებული ადამიანების, რომელთა უფროსებიც „ქართული ოცნების“ გულშემატკივრები არიან.

დაიწყება სუსის ჩართულობაც, ისინი მიადგებიან იმ ამომრჩეველს, რომლებიც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერები არ არიან და ჩამოართმევენ პირადობის მოწმობას, ან შესთავაზებენ თანხას, რათა არ წავიდნენ ხმის მისაცემად. დაიწყება მოსყიდვები, აღრიცხვები – თუ ვინ მივა არჩევნებზე და ვინ არა, რაღაც რაღაცეებს დაარიგებენ კიდეც, ამ ყველაფრისთვის ჩვენ მზად ვართ.

განსაკუთრებით კრიმინალები გააქტიურდებიან საარჩევნოდ და დაიწყებენ მეზობლების ტერორს, საარჩევნო ოლქთან ჩაცუცქულები თვალებით ანიშნებენ ამომრჩეველს, თუ ვინ უნდა შემოხაზონ, ჩვენ ამის სამწუხარო გამოცდილება გვაქვს.

იქვე იდგებიან მასწავლებლები, რომლებიც აღწერენ, რომელი მშობელი მივიდა არჩევნებზე და რომელი არა.

ისინი გამოიყენებენ შავ რესურსებს, თუმცა არჩევნების არასამართლიანად და არადემოკრატიულად ჩატარების უფლებას საზოგადოება და საერთაშორისო ორგანიზაციები არ აპატიებენ,  განმეორდება „ბელარუსი-2“ და „ქართული ოცნება“ მძიმე შედეგებს მიიღებს“

ცნობისთვის, გუშინ, 29 სექტემბერს, მარნეულში „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა ჟურნალისტებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

თეგები: 2020 არჩევნებირომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved