• რეკლამა
  • კონტაქტი
05:14, კვირა, 31 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოში აღარავინ არის დაცული ქართული ოცნების რეპრესიებისგან – ევროპარლამენტარი ტობიას კრემერი

ალია ავტორი - ალია
00:04 01-22-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
490

ევროპარლამენტარმა, ტობიას კრემერმა განაცხადა:

,,გასულ კვირას, საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას სასტიკად გაუსწორდნენ სამთავრობო კრიმინალები, მათ შორის ერთ-ერთი იყო ქართული ოცნების წარმომადგენელი და ე.წ პარლამენტის წევრი.

გახარია დატოვეს დასისხლიანებული, გატეხილი ძვლებით, მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. სამწუხაროდ ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა.

გასული კვირებისა და თვეების განმავლობაში, დააკავეს, აწამეს და დააპატიმრეს 400-ზე მეტი ქართველ: პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და უბრალო მოქალაქეები.

პროტესტი, რომლის მონაწილეები ქვეყნისთვის ევროპულ მომავალს ითხოვენ, ქუჩაში 55-ე დღეა მიმდინარეობს. დეკემბერში ვიზიტისას, მე ვნახე ამ ადამიანების სიმამაცე. ყველა ასაკისა და პროფესიის, ახალგაზრდები და მოხუცები, მდიდრები და ღარიბები, კონსერვატორი და ლიბერალები დგანან ერთად, იბრძვიან ევროკავშირში მომავლისთვის, უფლებისთვის, წარმოადგინონ საკუთარი ქვეყანა ამ დარბაზში, ევროპარლამენტში.

საქართველოში აღარავინ არის დაცული ქართული ოცნების რეპრესიებისგან: არც ყოფილი პრემიერმინისტრი, არც პრეზიდენტი, რომელიც ერთი თვის წინ აქ წარსდგა სიტყვით.

ქართველი ხალხი არ დაშინდა და არც ჩვენ უნდა დავშინდეთ. იმიტომ, რომ ძალადობის ეს ესკალაცია არის იმის გამოხატულება, რომ ქართული ოცნებაპანიკაშია, ვინაიდან მათ ვერ შეაფასეს ქართველი ხალხის ნება და ევროპული იდეის ძალა. მათ ეგონათ, რომ გააყალბებდნენ არჩევნებს და იმოქმედებდნენ რუსული გეგმით, მაგრამ ნელ-ნელა იაზრებენ, რომ ეს იყო ეშმაკთან დადებული გარიგება.

პუტინი არ ეძებს პარტნიორებს და მოკავშირეებს, ის ეძებს ვასალებს და კოლონიებს, ჩვენ ვიხილეთ სირია, რომელშიც ხელისუფლება, პუტინზე დაყრდნობით, საკუთარ ხალხს უწყობდა რეპრესიებს.

ქართულ ოცნებას ჯერ კიდევ აქვს დრო, იმისთვის, რომ დაასრულოს ქართული კოშმარი. ევროპისა და თავისუფლების კარიბჭე ღია რჩება, მაგრამ აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებამ შეწყვიტოს საკუთარ ხალხზე ძალადობა.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026

ბიზნესი

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?
ახალი ამბები

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?

14:50 05-30-2026
მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა
ახალი ამბები

მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა

19:45 05-29-2026
თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ

18:32 05-29-2026
“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი
ახალი ამბები

“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი

17:23 05-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved