• რეკლამა
  • კონტაქტი
18:45, ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობები არათუ უნდა დაუბრუნდეს იმ ბოლო ნიშნულს, სადაც იყო, არამედ ეს პარტნიორობა უნდა გავაძლიეროთ – ზალკალიანი

ალია ავტორი - ალია
10:16 07-11-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
162

საქართველოსა და აშშ-ის თანამშრომლობა და ის ურთიერთობები, რომელიც დამოუკიდებლობის პირველი წლიდან ჩამოყალიბდა, არ იმსახურებს დღევანდელ მდგომარეობას, ჩვენ, არათუ უნდა დავბრუნდეთ ბოლო ნიშნულზე, სადაც ვიყავით, არამედ პირიქით, უნდა გავაძლიეროთ და თვისობრივად ახალ დონეზე გადავიყვანოთ ეს პარტნიორობა, – ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

ელჩის თქმით, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს, ილია დარჩიაშვილსა და ენტონი ბლინკენის მოადგილის, ჯონ ბასის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის არსებულ დღევანდელ მდგომარეობას.

„ძალიან საინტერესო და შინაარსიანი შეხვედრა შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და ენტონი ბლინკენის მოადგილე ჯონ ბასს შორის, მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობის ყველა მიმართულებაზე, რაც აქტუალურია დღეს შექმნილი გარემოებიდან გამომდინარე. შეხვედრაზე გამოხატული იყო სინანული, რომ დღეს არსებული ორმხრივი სიტუაცია სტრატეგიულ პარტნიორებს შორის არ შეეფერება იმ მდგომარეობას, რომელსაც ნამდვილად იმსახურებს საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტბიორობა. შეხვედრაზე დეტალურად იყო საუბარი იმ გზებსა და ნაბიჯებზე, რა უნდა იყოს გადადგმული, რომ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან“, – განაცხადა ელჩმა.

დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ სტრატეგიულ პარტნიორებს შორის დაძლეული იყოს დღეს არსებული სირთულეები.

„საქართველოს მხრიდან იყო გამოთქმული იმედი და ნება იმისა, რომ საქართველო არის ერთგული ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის, თანამშრომლობის და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ დაძლეული იყოს დღეს არსებული სირთულეები, რადგან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელსაც საფუძველი 32 წლის წინ ჩაეყარა, საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი წლიდან და შემდგომ არსებული ურთიერთობის პრაქტიკა, ნამდვილად არ იმსახურებს იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც დღეს არის ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის თანამშრომლობა. აქედან გამომდინარე, მე შეხვედრის შემდეგ გამიჩნდა იმედი, რომ შესაბამისი დასკვნები გაკეთდება. საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ ის არის ერთგული დემოკრატიული რეფორმების. ყველა ჩატარებული არჩევნები იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებიც ჩატარდება შესაბამისობაში საერთაშორისო პრინციპებთან და სტანდარტებთან“, – განაცხადა ზალკალიანმა.

აშშ-ში საქართველოს ელჩის განცხადებით, შეხვედარზე ასევე იყო საუბარი იმ გეოპოლიტიკურ გარემოზე, რომელიც რეგიონში არის შექმნილი.

„საქართველო რომ ამერიკის მთავარი მოკავშირეა რეგიონში, ეს არაერთხელ დაგვიდასტურებია და დაგვიმტკიცებია ჩვენი ქმედებით და ჩვენი თანამშრომლობით სტრატეგიულ პარტნიორთან. გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ურთულესი გეოპოლიტიკური სიტუაციაა შექმნილი, ორივე ქვეყნის ინტერესშია, რომ ეს თანამშრომლობა იყოს თანხვედრაში და ახლო კოორდინაციაში. ამიტომ, მე დღევანდელი შეხვედრა მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. აუცილებელია, რომ კონტაქტები გაგრძელდეს. მინდა, გითხრათ, რომ მიუხედავად შექმნილი სიტუაციისა, ბოლო პერიოდში კონტაქტები მუდმივად არსებობდა. მე, როგორც საქართველოს ელჩი, ვიყავი მუდმივ კავშირზე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. ასევე, აქტიურად საქმიანობს აშშ-ს ახალი ელჩი საქართველოში, რომლის საქმიანობა უაღრესად პოზიტიური და კონსტრუქციულია. ის, ისევე როგორც მე, ძალიან მოწოდებული ვართ, რომ არსებული მდგომარეობა იყოს დაძლეული. ჩვენი თანამშრომლობა და ის ურთიერთობები, რომელიც დამოუკიდებლობის პირველი წლიდან ჩამოყალიბდა, არ იმსახურებს დღევანდელ მდგომარეობას. ჩვენ, არათუ უნდა დავბრუნდეთ ბოლო ნიშნულზე, სადაც ვიყავით, არამედ პირიქით, უნდა გავაძლიეროთ და თვისობრივად ახალ დონეზე გადავიყვანოთ ეს პარტნიორობა“, – განაცხადა ზალკალიანმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ომი მწერებთან და ბრძოლის წინა ხაზი – რა ნიშნით უნდა შეარჩიო მწერებისგან დამცავი ბადე?

14:38 07-16-2026
თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა

13:59 07-16-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

14:29 07-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved