რუსეთის დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ნოვიკოვი ამბობს, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენისა და სავიზო რეჟიმის გამარტივების მომხრეა.
“საქართველოს ტერიტორიაზე არის უამრავი მოქალაქე, რომელიც ძალიან თანაუგრძნობს რუსეთის ფედერაციას, მხარს უჭერენ ჩვენს ხალხებს შორის მეგობრულ ურთიერთობებს. აქედან გამომდინარე, მე, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერდი საავიაციო კომუნიკაციების აღდგენას”, – თქვა მან.
კომენტარები