• რეკლამა
  • კონტაქტი
20:09, სამშაბათი, 10 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განცხადებით, რექტორმა დავით გურგენიძემ „ტვ პირველს“ და „ნოდარ მელაძის შაბათს“ სასამართლო დავა მოუგო

ალია ავტორი - ალია
14:57 01-31-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,625

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განცხადებით, რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ „ტვ პირველს“ და „ნოდარ მელაძის შაბათს“ სასამართლო დავა მოუგო.

უფრო კონკრეტულად, სტუ-ის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ქეთევან კურცხალიამ დავით გურგენიძის სარჩელი სრყულად დააკმაყოფილა და გადაწყვეტილებაში აღნიშნა: „ნოდარ მელაძეს დაევალა, უარყოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის მიმართ გავრცელებული ცილისმწამებლური განცხადებები, კერძოდ: „მილიონები, რომელიც ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ხალხის კუთვნილი ქონების რეალიზებით მიიღო, უნდა მოხმარებოდა ინსტიტუტის ახალი შენობის აშენებას, და იქ ლაბორატორიების გამართვას, თუმცა ეს ასე არ მოხდა… მეცნიერები ერთ პატარა ოთახში შეასახლეს… უნივერსიტეტის რექტორი, პარალელურად იმისა, რომ უნივერსიტეტის ქონება მცირდება, მისი (დავით გურგენიძის) ქონება იზრდება…“.

სტუ-ის ცნობით, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით 2025 წლის 25 ნოემბერს მიმართა და „ტელეკომპანიისაგან გავრცელებული ცრუ ინფორმაციის უარყოფა მოითხოვა“.

სტუ-ის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, მოსამართლე ქეთევან კურცხალიამ მნიშვნელოვანი სამართლებრივი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც მედიაპასუხისმგებლობასა და საჯარო პირის რეპუტაციის დაცვას ეხება.

დავით ხვედელიძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ფაქტს, რომ „მედიის თავისუფლება ვერ იქნება გამოყენებული ცრუ და დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელების საფუძვლად და რომ საჯარო პირის მიმართ გავრცელებული ბრალდებები უნდა ეფუძნებოდეს გადამოწმებულ ფაქტებსა და ობიექტურ მტკიცებულებებს“.

„თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოადგენს მნიშვნელოვან სამართლებრივ აქტს, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრავს მედიაპასუხისმგებლობის ფარგლებს და საჯარო პირის რეპუტაციის დაცვის სამართლებრივ სტანდარტებს. სასამართლომ დასაბუთებულად დაადგინა, რომ ტვ პირველის გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ მიერ გავრცელებული კონკრეტული განცხადებები არ ეფუძნებოდა გადამოწმებულ ფაქტობრივ გარემოებებს და, შესაბამისად, შეიცავდა ცილისწამების ნიშნებს. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, არ არის აბსოლუტური და არ შეიძლება განხორციელდეს სხვა პირის პატივისა და ღირსების შელახვის ხარჯზე. სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული სამართლებრივი პოზიცია სრულ თანხვედრაშია როგორც საქართველოს კონსტიტუციურ ჩარჩოსთან, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან, რომელიც საჯარო პირის მიმართ კრიტიკის დასაშვებ ზღვარს ფაქტობრივი სიზუსტისა და საზოგადოებრივი ინტერესის კრიტერიუმებით განსაზღვრავს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მტკიცების ტვირთის სწორ განაწილებაზე და დაადგინა, რომ მედიის მიერ გავრცელებული ბრალდებები უნდა იყოს გამყარებული სანდო წყაროებითა და ობიექტური მტკიცებულებებით. აღნიშნული გადაწყვეტილება ქმნის მნიშვნელოვან სამართლებრივ პრეცედენტს, რომელიც მომავალში ხელს შეუწყობს როგორც პროფესიული ჟურნალისტური სტანდარტების განმტკიცებას, ისე საჯარო ინსტიტუტებისა და მათი ხელმძღვანელი პირების რეპუტაციის არგუმენტირებულ სამართლებრივ დაცვას“, – აცხადებს დავით ხვედელიძე.

სტუ-ის შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის თამაზ ურთმელიძის განცხადებით, „ტვ-პირველის“ ეთერში 2025 წლის 22 ნოემბერს გავიდა გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათი“, სადაც გადაცემის წამყვანმა ნოდარ მელაძემ და ჟურნალისტმა მაკა ჩიხლაძემ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და მისი რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მიმართ „მიზანმიმართულად დეზინფორმაცია გაავრცელეს“.

მისივე თქმით, სიუჟეტი ეხებოდა სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის კვლევითი ინსტიტუტის შენობის გასხვისებას და აღნიშნულ ფაქტთან უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის პირდაპირ თუ ირიბ კავშირზე „დაუსაბუთებელ მინიშნებებს“.

„გადაცემა ისე იყო აგებული და ჟურნალისტები მტკიცებით ფორმაში ისეთ ფაქტებზე მიუთითებდნენ, რომ მაყურებელს დარჩენოდა შთაბეჭდილება, რომ დავით გურგენიძემ სპეციალურად გაყიდა უნივერსიტეტის ქონება, არ აპირებს შესაბამისი ლაბორატორიის შენობის აშენებას და ეს მილიონები გამოიყენა საკუთარი ქონების გაზრდისა და გამდიდრებისთვის.   სასამართლომ დაავალა მოპასუხეს ამ ცრუ ინფორმაციის უარყოფა იმავე ფორმით, რა ფორმითაც ის გავრცელდა. ეს გადაწყვეტილება არის მკაფიო სიგნალი იმისა, რომ ნებისმიერი მცდელობა, დეზინფორმაციით ჩრდილი მიადგეს საგანმანათლებლო ინსტიტუციის საქმიანობას, ყოველთვის მიიღებს შესაბამის სამართლებრივ პასუხს”, – აცხადებს თამაზ ურთმელიძე.

სტუ-ის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ქეთევან კურცხალიას გადაწყვეტილებით, მაკა ჩიხლაძეს დაევალა, რომ უარყოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის – დავით გურგენიძის მიმართ გავრცელებული „ცილისმწამებლური განცხადებები“; მოპასუხეებს დაეკისრათ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, შაბათ დღეს, 20:00 საათიდან 22:00 საათამდე პერიოდში, გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ მიმდინარეობისას უარყოს გავრცელებული ინფორმაცია, ასევე, მოპასუხეებს დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ სიმბოლური თანხის – 1 ლარის გადახდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

რა უნდა იცოდე ბარიატრიულ ქირურგიაზე ოპერაციამდე? – ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი
ახალი ამბები

რა უნდა იცოდე ბარიატრიულ ქირურგიაზე ოპერაციამდე? – ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი

18:56 02-10-2026
ᲗᲘᲑᲘᲡᲘ ᲬᲐᲠᲛᲝᲒᲘᲓᲒᲔᲜᲗ 25-Ე, ᲡᲐᲘᲣᲑᲘᲚᲔᲝ – „ᲥᲝᲚᲒᲐ ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ ᲤᲝᲢᲝᲡ”
ახალი ამბები

ᲗᲘᲑᲘᲡᲘ ᲬᲐᲠᲛᲝᲒᲘᲓᲒᲔᲜᲗ 25-Ე, ᲡᲐᲘᲣᲑᲘᲚᲔᲝ – „ᲥᲝᲚᲒᲐ ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ ᲤᲝᲢᲝᲡ”

15:20 02-10-2026
სელფი მეცნიერ ქალთა მხარდასაჭერად
ახალი ამბები

სელფი მეცნიერ ქალთა მხარდასაჭერად

12:54 02-10-2026
თიბისი კაპიტალმა უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე კვლევა წარადგინა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე კვლევა წარადგინა

11:32 02-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved