• რეკლამა
  • კონტაქტი
15:45, სამშაბათი, 23 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საქართველოს შეუძლია შეიძინოს თავისი ფუნქცია რეგიონში…”

ალია ავტორი - ალია
13:47 06-26-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა:

„ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ეს საბჭო იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური ინსტიტუცია, რომელსაც ექნება ძალზედ მძლავრი ანალიტიკური აპარატი. ამ მიმართულებით ვმუშაობთ და როგორც ძალზედ ხანმოკლე მუშაობის გარკვეული შედეგი, შეგვიძლია, ჩამოვთვალოთ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ის მიმართულებები, რომელზეც ეს აპარატი მუშაობს – ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში არ იყო აქტუალიზებული და დღეს საბჭო ამაზე მუშაობს; საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, რომელიც ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია; გაჩნდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის და მათთან თანამშრომლობის თვალსაზრისით უკიდურესად მნიშვნელოვანი ახალი განზომილება – კიბერუსაფრთხოება, რომელი მიმართულებითაც ჩართულია არა მხოლოდ უსაფრთხოების საბჭო, არამედ ქვეყნის სპეციალური სამსახურები – შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თავდაცვის სამინისტრო თავისი მიმართულებით. კიბერუსაფრთხოება ხდება ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მიმართულება, ისევე, როგორც კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში საჭირო და აუცილებელი გადასადგმელი ნაბიჯები. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყნისთვის კრიტიკული ინფრასტრუქტურის საკანონმდებლო დონეზე დაფიქსირებული, აბსოლუტურად ეფექტური სია, სტანდარტები და კრიტერიუმები არის ის მიმართულება, რომელზეც ჩვენ დღეს ვმუშაობთ; და რა თქმა უნდა – ჰიბრიდული საფრთხეები. ეს არის ის მიმართულებები არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ჩვენი პარტნიორებისთვის, სადაც საქართველოს შეუძლია შეიძინოს თავისი ფუნქცია რეგიონში უსაფრთხოების არქიტექტურაში იყოს ეფექტური პარტნიორი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

400 ახალი საბაზო სადგური – სელფის მასშტაბური განახლება
ახალი ამბები

400 ახალი საბაზო სადგური – სელფის მასშტაბური განახლება

15:38 12-23-2025
„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა – თიბისი
ახალი ამბები

„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა – თიბისი

13:15 12-23-2025
CashBack-ის და Visa-ს საახალწლო აქცია იწყება
ახალი ამბები

CashBack-ის და Visa-ს საახალწლო აქცია იწყება

12:58 12-23-2025
თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება სითი მოლში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება სითი მოლში

15:20 12-22-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved