• რეკლამა
  • კონტაქტი
20:02, კვირა, 13 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოს შეიძლება ნატოს ტიპის უსაფრთხოების გარანტიები ევროკავშირმაც მისცეს – ლაგაზიძე

ალია ავტორი - ალია
16:45 03-07-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
99

პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ „რონდელის უსაფრთხოების კონფერენციის“ ფარგლებში ჟურნალისტებს განუცხადა:

„თანამედროვე გამოწვევებმა დღის წესრიგში დააყენა ევროპის თავდაცვის ძალების შექმნის საკითხი. ურსულა ფონ დერ ლაიენი, ისევე როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, უკვე ღიად საუბრობენ სწორედ ევროპის გაერთიანებული თავდაცვის ძალების მშენებლობაზე, ისევე როგორც სამხედრო ინდუსტრიის სასწრაფოდ გადაწყობაზე, დამატებითი დაფინანსების ჩადებაზე. ეს საქართველოსთვის აჩენს უნიკალურ შესაძლებლობას, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნისთვის, მისი უსაფრთხოების გარანტიების თვალსაზრისით. ანუ ის, რასაც აქამდე საქართველო მხოლოდ ნატო-ს უკავშირდება, შეიძლება მსგავსი ტიპის უსაფრთხოების გარანტიები ევროკავშირმაც მისცეს. ამიტომ, ეს არის უნიკალური ფანჯარა, რომელიც დრომ საქართველოს გაუხსნა და დღეს ჩვენი მოვალეობა ისაა, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადაში გავიაროთ გზა კანდიდატობიდან წევრობამდე. უსაფრთხოების ქოლგა, რომელიც სულ უფრო და უფრო რეალური ხდება და საუბარია იმაზე, რომ ევროკავშირმა ერთობლივი შესყიდვები განახორციელოს სამხედრო შეიარაღების, მომავალში ნატო-ს უსაფრთხოების ქოლგას არ გამორიცხავს, პირიქით, ნატო უფრო თამამად გადმოდგამს ნაბიჯს საქართველოსკენ. ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გავუშვათ.

ამ კუთხით კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საქართველოს როლი, როგორც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნის. არ დაგვავიწყდეს, რომ პუტინის ეს ფართომასშტაბიანი აგრესია 2007 წლის მიუნხენის კონფერენციიდან დაიწყო, როდესაც განაცხადა, რომ უკრძალავდა დასავლეთს შავ ზღვაზე გაფართოებას. მაშინ, სამწუხაროდ, დასავლეთმა ამას ყური ნაკლებად ათხოვა და მივიღეთ ომი საქართველოს წინააღმდეგ. ასე რომ, საქართველო არის მაგალითი იმისა, როგორ უნდა იყოს შავი ზღვის მთლიანი სანაპირო ზოლი დაცული რუსული აგრესიისგან. ვუყურებდით, როგორც მოინდომა რუსეთმა შეეწყვიტა შავ ზღვაზე თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები, რამაც მსოფლიო კრიზისი გამოიწვია. ასე რომ, საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მოკლე ზოლი აქვს შავი ზღვის, მნიშვნელოვანი ქვეყანაა ზოგადად, შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის. თუ გუშინ ნატო და ევროკავშირი ნაკლებ ყურადღებას აქცევდა შავი ზღვის უსაფრთხოებას, დღეს ის მისთვის სასიცოცხლოა, ამიტომ საქართველომ ეს შანსიც უნდა გამოიყენოს. გამოწვევებით სავსე დროა, მაგრამ ეს გამოწვევები შესაძლებლობებსაც ქმნის“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025

ბიზნესი

ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე
ახალი ამბები

ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე

16:07 07-11-2025
სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი
ახალი ამბები

სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი

16:09 07-10-2025
ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს

15:52 07-10-2025
თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

14:16 07-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved