საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დააკვირდება. ასამბლეის ოფიციალურ ვებგვერდზე წერია: „9 წევრისგან შემდგარი დელეგაცია, რომელსაც ნიდერლანდელი დეპუტატი ტინი კოქსი ხელმძღვანელობს, საქართველოში ჩამოვა და საპარლამენტო არჩევნებს 1-ელ ნოემბრამდე დააკვირდება“.
31 ოქტომბრამდე კი ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები პოლიტიკური პარტიების წევრებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
პრესს-კონფერენციას დამკვირვებლები 1-ელ ნოემბერს გამართავენ.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება.
კომენტარები