საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები აშშ-ში კონგრესმენ ადამ კინზინგერს შეხვდნენ. დელეგაციასთან შეხვედრას კინზინგერი „ტვიტერზე გამოეხმაურა.
კინზინგერი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს მესამედი ტერიტორიები რუსეთს აქვს ოკუპირებული.
„კარგი და გამომაფხიზლებელი შეხვედრა მქონდა ჩვენი კარგი მოკავშირე – საქართველოს დელეგაციასთან. რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ საფრთხის გათვალისწინებით, საქართველოს სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა უნდა გავაორმაგოთ. საქართველოს მესამედი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული“, – წერს ადამ კინზინგერი.
კომენტარები