• რეკლამა
  • კონტაქტი
05:55, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოს ყოველ მესამე მოქალაქეს აზარტული თამაშების ანგარიში აქვს გახსნილი

ალია ავტორი - ალია
14:51 03-10-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
170

მოზარდებისა და ახალგაზრდების აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების საკითხი პარლამენტის დაკვეთით შეისწავლეს. თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნაში ნათქვამია, რომ საქართველოში აზარტული თამაშების სხვადასხვა ონლაინ პლატფორმაზე რეგისტრირებულია მილიონზე მეტი ანგარიში. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ყოველ მესამე მოქალაქეს აზარტული თამაშების ანგარიში აქვს გახსნილი.

უახლესი კვლევის შედეგები არ აკვირვებთ მათ, ვინც წლებია ამ უდიდესი პრობლემის მოგვარებას ცდილობენ. ორგანიზაციაში “დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ” ამბობენ, რომ დამოკიდებულთა სტატისტიკამ საქართველოში საგანგაშო ნიშნულს მიაღწია. პრობლემის მოგვარების ერთადერთ გზად კი, კანონის სრულყოფილი აღსრულება მიაჩნიათ.

იმაზე, რომ ქვეყანაში ეს პრობლემა საკმაოდ მძაფრად დგას, თანხმდებიან საკანონმდებლო ორგანოშიც. მმართველ პარტიაში ფიქრობენ, რომ 21-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევასთან ბრძოლა კიდევ უფრო მეტ რეგულაციებს საჭიროებს.

მოკვლევის პარალელურად, პარლამენტს რეკომენდაციებიც გაეგზავნა, რომლის მიხედვითაც უნდა ჩამოყალიბდეს პრობლემის მოგვარებაზე პასუხისმგებელი მარეგულირებელი ორგანო.

საქართველოში აზარტული თამაშების წინააღმდეგ ბრძოლა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. პარლამენტის მიერ დამტკიცდა კანონი. უკვე სამი წელია აკრძალულია აზარტული თამაშების რეკლამა, ხოლო თამაშებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდულია საჯარო მოხელეების, სოციალურად დაუცველებისთვის და 25 წლამდე მოქალაქეებისთვის.

რუსთავი 2

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved