• რეკლამა
  • კონტაქტი
14:53, ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოს პროკურატურის პროკურორი, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ეროვნულ აკადემიაში სასწავლო კურსს გაივლის

ალია ავტორი - ალია
19:32 12-29-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
73

საქართველოს პროკურატურისა და აშშ-ის საელჩოს თანამშრომლობის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორი შოთა კაკულია აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ეროვნულ აკადემიაში სამთვიან მოსამზადებელ კურსს გაივლის.

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ეროვნული აკადემია აშშ-სა და საერთაშორისო სამართალდამცავი ორგანოების პროფესიონალებისთვის სასწავლო ინსტიტუტს წარმოადგენს. აღნიშნული სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს სამართალდამცავ უწყებებში მართლმსაჯულების ადმინისტრირების გაუმჯობესებას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. კურსის მიზანია სამართალდამცავი სისტემის მუშაობის სტანდარტების დახვეწა, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება და მსოფლიოს მასშტაბით თანამშრომლობის გაუმჯობესება.

სასწავლო კურსი დატვირთულია სხვადასხვა თეორიული და პრაქტიკული საკითხებით. პროგრამა ასევე, კურსის მონაწილეთა ფიზიკურ მომზადებას ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლის აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ეროვნული აკადემიის სასწავლო კურსში მონაწილეობის პირველი პრეცედენტია, რაც მომავალშიც გაგრძელდება და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას და გაძლიერებას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

13:34 06-24-2026
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved