• რეკლამა
  • კონტაქტი
17:21, ხუთშაბათი, 12 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი მთავარი

პროკურატურა – ერთობლივად დაგეგმილი ღონისძიებების შედეგად, ისრაელში დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის რამდენიმე ხელმძღვანელი პირი

ალია ავტორი - ალია
17:14 10-28-2021
- მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

გვსურს გამოვეხმაუროთ ევროჯასტის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას, რამდენიმე ქვეყნაში, მათ შორის საქართველოში ჩატარებული სპეციალური ოპერაციის თაობაზე და საზოგადობას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს პროკურატურამ  გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პოლიციის სხვადასხვა დანაყოფებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლობით ჩაატარა ფართომასშტაბიანი საგამოძიებო მოქმედებები, რომლის შედეგადაც განხორციელდა ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დაკავება.

ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ერთობლივად იგეგმებოდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და ისრაელის სახელმწიფოს სამართალდამცავი უწყებების აქტიური ჩართულობით და სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის ევროკავშირის იუსტიციის ერთიანი ქსელის – ევროჯასტის მხარდაჭერით. 19 ოქტომბერს, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა დაკავების ღონისძიება და მასთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებები, მხარეთა შეთანხმებით ერთდროულად დაიწყო საქართველოსა და ისრაელში, რის შედეგადაც ორივე სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაკავებული იქნა დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი.

აღსანიშნავია, რომ ერთობლივად დაგეგმილი ღონისძიებების შედეგად, ისრაელში დაკავებული იქნა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის რამდენიმე ხელმძღვანელი პირი.

დაგეგმილი ღონისძიება ჩატარდა გერმანიის ბამბერგის გენერალური სახელმწიფო პროკურატურის და კობერდანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის ბავარიის ცენტრალური ოფისის ბავარიის სახელმწიფო პოლიციის მხარდაჭერით. საქართველოში ღონისძიებას უძღვებოდა საქართველოს პროკურატურა, ევროჯასტში საქართველოს მეკავშირე პროკურორთან კოორდინაციით. ისრაელში მხარდაჭერას ახორციელებდნენ იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო პროკურატურის საერთაშორისო საქმეთა დეპარტამენტი, თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო და ისრაელის პოლიციის საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების სამმართველო.

ოპერაციის ჩატარებაში, 100-ზე მეტი სამართალდამცავი ჩაერთო, მათ შორის 20 გერმანელი ოფიცერი და პროკურორი. ევროჯასტი დაეხმარა საგამოძიებო უწყებებს გერმანიაში, საქართველოსა და ისრაელში სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ შუამდგომლობების შესრულებასა და კოორდინირებულ საერთაშორისო სამართლებრივ მხარდაჭერაში.

ჩატარებული ღონისძიება მაღალ დონეზეა შეფასებული ევროჯასტის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში, სადაც აღინიშნა, რომ ევროჯასტის მხარდაჭერით, ჯერ კიდევ 2015 წელს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, უწყებებმა გერმანიაში, საქართველოსა და ისრაელში დაშალეს დანაშაულებრივი ქსელი, რომელიც ახდენდა სხვადასხვა ონლაინ სავაჭრო პლატფორმის ოპერირებას და თაღლითურად ეუფლებოდა დაზარალებულთა კუთვნილ, ათობით მილიონ ევროს.

საქმეზე გრძელდება ინტენსიური გამოძიება და საერთაშორისო თანამშრომლობა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას სწორედ ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, დანაშაულებრივი სქემისა და მონაწილე პირების გამოვლენაში ჩართულია არაერთი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი, რომლებთანაც საქართველოს გენერალური პროკურატურა აქტიურ რეჟიმში თანამშრომლობს.

საქართველოს პროკურატურა კიდევ ერთხელ მადლობას უხდის ევროჯასტს, გერმანიის და ისრაელის საგამოძიებო სტრუქტურებს ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღდეგ ბრძოლაში ეფექტიანი თანამშრომლობისთვის.

თეგები: პროკურატურა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

ბარათი, რომელმაც ბანკინგის ახალი სტანდარტი დანერგა – ახალი თიბისი ბარათით უკვე მილიონი მომხმარებელი სარგებლობს
ახალი ამბები

ბარათი, რომელმაც ბანკინგის ახალი სტანდარტი დანერგა – ახალი თიბისი ბარათით უკვე მილიონი მომხმარებელი სარგებლობს

14:02 02-12-2026
ანაბარი “საერთო მიზანი” – მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული თიბისის ინოვაციური პროდუქტი
ახალი ამბები

ანაბარი “საერთო მიზანი” – მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული თიბისის ინოვაციური პროდუქტი

12:19 02-12-2026
ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:58 02-12-2026
რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე – თიბისი
ახალი ამბები

რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე – თიბისი

15:36 02-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved