• რეკლამა
  • კონტაქტი
07:29, შაბათი, 21 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოს პროკურატურის განცხადება

ალია ავტორი - ალია
17:25 06-23-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
293

გვსურს გამოვეხმაუროთ  გარკვეული პოლიტიკური ძალის წარმომადგენლის მხრიდან
გაჟღერებულ მორიგ ცილისმწამებლურ განცხადებას, რომლის მიზანიც  პროკურატურის
დისკრედიტაციის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.
უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს პროკურატურაზე  ცილისმწამებლური თავდასხმა
და ე.წ. „შესაშინებელი სიები“-ს ყალბი ტირაჟირება არ არის ახალი და როგორც წესი, ჩვენი
თანამშრომლების მიმართ  ცრუ ინფორმაციის გავრცელება პერიოდულ და კამპანიურ
ხასიათს ატარებს, ძირითადად ისეთი  სისხლის სამართლის  საქმეების მსვლელობის
პარალელურად, როდესაც კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებთან კავშირში მყოფი პირების
დანაშაულებზე სამართალწარმოება  მიმდინარეობს.   ნათელია, რომ დღეს
პროკურორების მიმართ დაწყებული მორიგი ცრუ პიარ კამპანია მიზნად ისახავს
საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და წარმოადგენს უწყების დისკრედიტაციის
უსუსურ მცდელობას.
ხაზი უნდა გაესვას, რომ აღნიშნული კამპანიის ავტორები ცდილობენ, პროკურატურის და
კონკრეტული პროკურორების საქმიანობაზე ზეგავლენის მოხდენას და ამასთან
დაკავშირებითაც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მსგავსი სიყალბეებით და
დეზინფორმაციებით ვერავინ მიაღწევს მიზანს; საქართველოს პროკურატურა
გააგრძელებს კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის შესაბამისად, საკუთარი
უფლებამოსილების განხორციელებას და თითოეული პროკურორის საქმიანობა,
დამოუკიდებლობა და ხელშეუხებლობა სრულად იქნება დაცული  საქართველოს და
საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების ფარგლებში.
რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძის შესაძლო კავშირს საქართველოს პროკურატურასთან,
ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ იგი 2013 წლის შემდგომ არ მუშაობს უწყებაში და მას
შემდგომ არანაირი შემხებლობა არ აქვს და არც შეიძლება ქონდეს საქართველოს
პროკურატურასთან. აღნიშნული სიცრუის ტირაჟირება  არ არის ახალი და წლების განმავლობაში, მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელების არაერთი მაგალითი გვინახავს.
შესაბამისად, ხაზი უნდა გაესვას, რომ ეს კონკრეტული შემთხვევაც  ამ  ყალბი
საინფორმაციო ხაზის გაგრძელების მორიგი უსაფუძვლო მცდელობაა.
მოვუწოდებთ, აღნიშნული და მსგავსი დეზინფორმაციის ავტორებს,  თავი შეიკავონ ცრუ
და ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებისგან.
საზოგადოების ობიექტურად ინფორმირების მიზნით, თითოეული მსგავსი ყალბი
ინფორმაციის გავრცელებას  შესაბამისი პასუხი გაეცემა, მათ შორის, ცილისმწამებლური
განცხადებების უარყოფის მოთხოვნით სამოქალაქო წესით სასამართლოსადმი
მიმართვის გზით.

თეგები: პროკურატურა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved