• რეკლამა
  • კონტაქტი
21:45, შაბათი, 8 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი მთავარი

საქართველოს პროკურატურის განცხადება

ალია ავტორი - ალია
13:54 12-21-2021
- მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
57

გვსურს გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია ტვ. პირველის ეთერში გასულ მორიგ დეზინფორმაციას, რომელიც საქართველოს პროკურატურის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანიის გაგრძელებას წარმოადგენს.

კერძოდ, გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ ეთერში გასულ სიუჟეტში მიზანმიმართულად იყო დამახინჯებული ინფორმაცია პროკურორების – გიორგი მუჯირის და ზვიად ფხაკაძის საკუთრებაში თითქოსდა არსებულ უძრავ ქონებებთან დაკავშირებით.

აღნიშნულ სიუჟეტში ბინის მესაკუთრედ დასახელებული იყო ზვიად ფხაკაძე, რაც მორიგი სიცრუეა და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რადგან რეალურად ბინის მესაკუთრე ზვიად ფხაკაძის ძმა და მისი ოჯახია.

ასევე, ტვ.პირველის სიუჟეტის მიხედვით, თითქოს პროკურორ გიორგი მუჯირის საკუთრებაშია გუდაურში მშენებარე სასტუმრო კომპლექსი, ასევე არ შეესაბამება სინამდვილეს. რეალურად, რაც საჯაროდ არსებული ინფორმაციითაც დასტურდება, მშენებლობას აწარმოებს ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა, სადაც სხვა წევრებთან ერთად, გიორგი მუჯირის და, ნინო მუჯირი არის ამხანაგობის ერთ-ერთი წევრი. შექმნილ ამხანაგობასთან კი, პროკურორ გიორგი მუჯირს არავითარი შემხებლობა არ გააჩნია. 

თვალსაჩინოა, რომ ბოლო პერიოდში გარკვეული მედიასაშუალებების მხრიდან საქართველოს პროკურატურის და კონკრეტულად ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორების მიმართ მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობს, რაც ცალსახად მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და უწყების დისკრედიტაციას.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია პროკურატურის თანამშრომლების მიმართ, არის მცდელობა იმისა, რომ საპროკურორო ფუნქციების განხორციელებისას, პროკურორებზე ზემოქმედება მოახდინონ. მათ გასაგონად ვინც დგას პროკურატურის მიმართ წამოწყებულ ორკესტრირებული პიარკამპანიის უკან, გვინდა ვთქვათ, რომ ვერანაირი ცილისმწამებლური კამპანია ვერ შეაფერხებს პროკურატურის საქმიანობას და მსგავსი თითოეული ყალბი ინფორმაციის გავრცელებას პასუხი გაეცემა.

თეგები: პროკურატურა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved