• რეკლამა
  • კონტაქტი
07:20, შაბათი, 11 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოს პროკურატურის განცხადება

ალია ავტორი - ალია
17:53 11-01-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

გვსურს გამოვეხმაუროთ 29 ოქტომბერს ტელეკომპანია ,,მთავარის“ ეთერში გასულ მორიგ დეზინფორმაციას, სადაც მიზანმიმართულად დაამახინჯეს ფაქტები, რომელიც ეხება საქართველოს პროკურატურის მიერ გერმანელ კოლეგებთან ერთად ჩატარებულ სპეციალურ ოპერაციას, რის შედეგადაც დაკავებულნი არიან ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები.

ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის მიზანია ერთის მხრივ საქართველოს პროკურატურის დისკრედიტაცია და საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანა, ხოლო მეორეს მხრივ წარმატებული სპეციალური ოპერაციის დაკნინების მცდელობა.

აქვე, ხაზგასმით და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გადაცემაში გაჟღერებული ინფორმაცია  არის სიცრუე და არ შეესაბამება სინამდვილეს.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ერთობლივად იგეგმებოდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და ისრაელის სახელმწიფოს სამართალდამცავი უწყებების აქტიური ჩართულობით და სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის ევროკავშირის იუსტიციის ერთიანი ქსელის – ევროჯასთის მხარდაჭერით. 19 ოქტომბერს, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა დაკავების ღონისძიება და მასთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებები, მხარეთა შეთანხმებით ერთდროულად დაიწყო საქართველოსა და ისრაელში, რის შედეგადაც ორივე სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაკავებული იქნა  დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი, მათ შორის ორგანიზებული დანაშაულის რამოდენიმე ხელმძღვანელი პირი.

 ღონისძიების ჩატარებაში, ჩართული იყო 90-მდე ქართველი სამართალდამცავი, ასევე 20-მდე გერმანელი ოფიცერი და პროკურორი.

 საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებულია ყველა ის პირი, რომლის ბრალეულობაც ამ ეტაპზე სისხლის სამართლის საქმეში იკვეთებოდა. საქმეზე კვლავ გრძელდება ინტენსიური გამოძიება და საერთაშორისო თანამშრომლობა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენის და მხილების მიზნით.

როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, ჩატარებული სპეციალური ოპერაცია მაღალ დონეზე შეფასდა გერმანული მხარისა და ევროჯასთის მიერ.

ე.წ ქოლ-ცენტრების დანაშაულებრივი საქმიანობის, ამ საქმიანობაში ჩართული პირების გამოვლენაში ჩართულნი არიან სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები, რომლებთანაც საქართველოს გენერალური პროკურატურა აქტიურ რეჟიმში თანამშრომლობს.

ასევე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სატელევიზიო გადაცემაში ნახსენებ კომპანიას სს ,,მიდელ სის კაპიტალს“ ჩატარებულ სპეციალურ ოპერაციასთან არანაირი შემხებლობა არ აქვს და საქმის მასალებში, მათ შორის გერმანული მხარის მიერ მოწოდებულ მასალებში,  დასახელებული კომპანია არც პირდაპირ და არც ირიბად არ ფიგურირებს.

რაც შეეხება გადაცემაში ნახსენებ შოთა შალელაშვილის ოჯახის წევრს – გარი შალონს, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, სს ,,ქართუ ბანკის“  მიერ  მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, გამოძიება მიმდინარეობს ცალკეული ფიზიკური პირების მიერ,  განხორციელებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით.  საქმეზე საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, დაყადაღებულია ათეულობით მილიონი აშშ დოლარი. აღნიშნულ საქმეზე საქართველოს პროკურატურა კოორდინაციაშია და აქტიურად თანამშრომლობს ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტურ უწყებებთან.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ღონისძიებაში ჩართულმა გერმანელმა სამართალდამცველებმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მოადგილემ და ევროჯასთმა (სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის ევროკავშირის იუსტიციის ერთიანი ქსელი) ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დაკავების სპეციალური ოპერაცია წარმატებულად შეაფასეს და საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს, მიუხედავად ამისა, ტელეკომპანია ,,მთავარმა“ მოგონილი და არარსებული ინფორმაცია გაავრცელა, რაც კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ  მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და წარმატებული სპეციალური ოპერაციის  დაკნინების მცდელობას.

თეგები: პროკურატურა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved