• რეკლამა
  • კონტაქტი
16:40, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი მთავარი

საქართველოს პროკურატურაში ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე მულტისექტორული შეხვედრა გაიმართა

ალია ავტორი - ალია
13:30 12-01-2021
- მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

საქართველოს პროკურატურაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე მულტისექტორული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა, აშშ-ის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის მრჩეველმა სამართლებრივ საკითხებში ლენა ოუენსმა და ფულბრაიტის პროგრამის ფარგლებში საქართველოში ვიზიტით მყოფმა, ამერიკელმა ექსპერტმა დევიდ მარტინმა გახსნეს.

შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, მათ შორის: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური, იუსტიციის სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტო და სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური.

შეხვედრაზე თითოეულმა უწყებამ წარმოადგინა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მიღწეული პროგრესი და ასევე, განხილულ იქნა გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგანან სახელმწიფო უწყებები. შეხვედრის ფარგლებში, აქცენტი გაკეთდა უწყებებს შორის კოორდინირებული საქმიანობისა და მულტისექტორული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. ამერიკელმა ექსპერტმა მონაწილეებს აშშ-ის მულტისექტორული თანამშრომლობის წარმატებული მოდელი გააცნო და საქართველოში უწყებათაშორისი კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით, რეკომენდაციები მისცა.

აღნიშნული შეხვედრა ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში ჩატარდა.

თეგები: პროკურატურა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?
ახალი ამბები

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?

16:09 04-13-2026
​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved