• რეკლამა
  • კონტაქტი
19:49, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოს პროკურატურამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს“ უფროსი დააკავა

ალია ავტორი - ალია
15:35 08-10-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

საქართველოს  პროკურატურამ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, სსიპ „პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს“ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, აღნიშნული სსიპ-ის კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლების და ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების, სსიპ-ის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს“ უფროსი ი. დ. დააკავა.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 15 სექტემბერს შპს „მედერსა“ და ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ შორის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის „დანერგე მომავლის“ ფარგლებში თანადაფინანსების ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზე, 2020 წლის 31 დეკემბერს, ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ მიერ შპს „მედერის“კუთვნილ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნობრივი ტრანში – 116 460.09 ლარი,  ტრანშის მიზნობრივად გახარჯვის დასადასტურებლად ბენეფიციარი ვალდებული იყო სააგენტოში წარედგინა ბანკის მიერ დამოწმებული დოკუმენტი თანადაფინანსების თანხის, კერძოდ, 31 325 (116 460.09 ლარის ეკვივალენტი) ევროს პოლონური კომპანიის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის შესახებ.

2021 წლის 17 თებერვალს, ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოში“ ბრალდებულის მიერ წარდგენილი იქნა მის მიერვე დამზადებული, ყალბი საგადახდო დავალება, რომლითაც თითქოს შპს „მედერის“ კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან 31 325 ევრო გადაირიცხა პოლონური კომპანიის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე.

ა(ა)იპ  „სოფლის განვითარების სააგენტოს“ მიერ შპს „მედერის“ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული 116 460.09 ლარიდან 2021 წლის 4 და 6 იანვარს, ორ ტრანშად, 84 000 ლარი გადაირიცხა ბრალდებულის მეგობრის საბანკო ანგარიშებზე დანიშნულებით „მომსახურების საფასური“. ამ უკანასკნელმა კი, 29 000 ლარი და 52 000 ლარი გადარიცხა ი.დ-ს კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე. ბრალდებულმა კი მის პირად ანგარიშზე ჩარიცხული თანხიდან ნაწილი გაიტანა საბანკო ანგარიშიდან და შეიტანა სხვა ბანკში არსებულ მის პირად  ანგარიშებზე, და ასევე, „აჭარაბეთის“ ანგარიშზე. 

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2021 წლის 29 აპრილს, სსიპ „პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს“ მიერ გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე, ფუტკრის ოჯახების სახელმწიფო შესყიდვაზე. აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა ი/მ „ნ.ღ“-მა, რომელთანაც 18 მაისს, სსიპ „პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს“ მიერ გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, ღირებულებით 58 800 ლარი. მხარეებს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, მიმწოდებელმა ი/მ -მ სსიპ „პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს“ მიაწოდა 60 ერთეული ფუტკრის ოჯახი და 310 ცალი სკის პაკეტი, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 58 800 ლარი შეადგინა. 

1-ელ ივნისს, გამარტივებული შესყიდვის საფუძველზე, სსიპ „პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს“ და ი/მ -ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ სატრენინგო მომსახურების შესყიდვაზე, ღირებულებით 4300 ლარი და გაფორმდა მიღება – ჩაბარების აქტი სატრენინგო მომსახურების მიწოდების თაობაზე. ი/მ-სთან გაფორმებულ ორივე ხელშეკრულებასა და მიღება-ჩაბარების აქტში, ი/მ -ის კუთვნილი საბანკო ანგარიშის ნაცვლად, ბრალდებულის მიერ დაფიქსირებული იქნა მისი კუთვნილი პირადი საბანკო ანგარიში, რომლის საფუძველზეც ორივე შესყიდვით გათვალისწინებული თანხა ჯამში –  63 100 ლარის ოდენობით, ჩარიცხული იქნა ბრალდებულის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე. 

ასევე ბრალდებულის მიერ სსიპ „პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს“ კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, გამოწერილი იქნა ფიქციური ოპერაციების ამსახველი სასაქონლო ზედნადებები. აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე, სსიპ „პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს“ მიერ, ინდმეწარმის ანგარიშზე ჩარიცხული იქნა 9 183 ლარი. ინდმეწარმემ აღნიშნული თანხა ბრალდებულის  კუთვნილ საბანკო ანგარიშზე შეიტანა.

გარდა ამისა, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „დევნილთა საარსებო წყაროების მხარდამჭერი პროექტებისა და პროგრამების სააგენტოს“ მიერ დამტკიცებული იქნა პროგრამა „მაღალეფექტური მრავალწლიანი კენკროვანი კულტურის (ლურჯი მოცვი) წარმოების განვითარების ხელშეწყობა“. პროგრამის განხორციელებაზე კოორდინაციის გაწევა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება დავალებული ჰქონდა ბრალდებულს. სსიპ -ის მიერ შპს „მედერთან“ გაფორმებული იყო 2019 წლის 4 დეკემბრით დათარიღებული იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც სააგენტომ შპს -ს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი აიღო იჯარით 5 წლის ვადით ლურჯი მოცვის პლანტაციის გაშენების და აგრომომსახურების ცენტრის მოწყობის დანიშნულებით. იჯარის ხელშეკრულების გაფორმების მიუხედავად, „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ რეგისტრაცია ვერ განხორციელდა, ვინაიდან მითითებულ მიწის ნაკვეთზე ფიქსირდებოდა ყადაღა.

იჯარის უფლების არწარმოშობისა და შესაბამისად, სამართლებრივი საფუძვლის არქონის მიუხედავად, 2019-2020 წლებში, შპს „მედერის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სააგენტოს მიერ გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 109 775.2 ლარი. სააგენტომ, შპს „მედერის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამუშაოების განსახორციელებლად, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებები გაუფორმა ბრალდებულის  მეუღლის ძმას – ი/მ „თ.თ“-ს, საერთო ღირებულებით 72 956 ლარი. გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე, სააგენტოს მიერ ჩარიცხული თანხიდან, 42 816 ლარი ინდმეწარმის მიერ გადარიცხული  იქნა ბრალდებულის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე.

ი.დ.-ს  ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“  ქვეპუნქტით, სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით 2021 წლის 8 აგვისტოს წარედგინა, რაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულ ი.დ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 9 აგვისტოს შეეფარდა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

თეგები: პროკურატურა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?
ახალი ამბები

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?

16:09 04-13-2026
​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved