• რეკლამა
  • კონტაქტი
10:04, ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„საქართველოს პრემიერ-მინისტრს!… თავი დაანებეთ ერთი ადგილის უადგილო თამაშს“ – დემურ გიორხელიძე

ალია ავტორი - ალია
16:38 03-17-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
468

ეკონომისტი დემურ გიორხელიძე:

„საქართველოს პრემიერ-მინისტრს
ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს
მივმართავ!
არანაირი ნიშნისმოგების, არანაირი უპატივცემულობის
ან პოლიტიკური ოპონირების პოზიციიდან!
მე ერთ-ერთი იმ კაცად მიმაჩნია თავი,
ეს ქვეყანა რომ დიდად უღირს, მისი კულტურის
წიაღში აღზრდილს, მომწონს ის, რაც წინაპრებიდან
თუ აღზრდა-განათლებიდან მივიღე –
ამ ქვეყნის გარეთ ვერსად ვიაზრებ თავს,
და არც არასდროს დავტოვებ, მით უფრო ახლა,
როცა ყველაფერი უდიდესი საფრთხის წინაშეა!
მე მარტივ რამეებზე დაფიქრებისთვის გწერთ, –
უკვე მეორე ვადით ხართ ქვეყნის უმაღლესი
თანამდებობის პირი..
ბოლო მოვლენებმა აჩვენა,
საქართველო არშემდგარი სახელმწიფოა,
დესტრუქციული პოლიტიკური ძალების ხელში მყოფი
(ხელისუფლება-ოპოზიცია, არ იმსახურებს განსხვავებულ შეფასებებს!).
რაც მოხდა, ხელისუფლების მცდარი პოლიტიკის შედეგია!
პოლიტიკა კი უფსკრულია იმათთვის,
ვინც შეცდომებს უშვებს!
კ ი თ ხ ვ ა მაქვს:
(ა)
მთავრობის ეს რა სტრუქტურები ააგეთ, რომელთა
მთავარი საქმიანობა საბოტაჟია და ხელისუფლების
დამხობა, – განსაკუთრებით ისეთი ამაზრზენი
სამინისტრო, როგორიც განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროა,
მისი ერთუჯრედიანი იმბეცილი მინისტრის ჩათვლით!
არ იცით, რომ სამინისტროს მთელი საშუალო და ზედა
ეშელონი დღედაღამ ხელისუფლების ლანძღვაშია,
გარე გავლენებს დამორჩილებული ეს თახსირი
მარიონეტები საფუძველშივე ანადგურებენ საქართველოს
მომავალს, განათლებას, მეცნიერებას!
(ბ)
არ იცით, რომ განათლების და მეცნიერების სამინისტრო მთლიანად წინა ხელისუფლების მონა-მორჩილი და იდეოლოგიურად გახრწნილი ხალხის ხელშია?
არ იცით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ
პარაზიტ უნივერსიტეტებში განათლების ნაცვლად
დამპალი იდეოლოგიის კულტივირება და ახალგაზრდების
ტოტალური მოტყუება ხდება?
ამას ემატაბე 2-3 კერძო ე.წ. “უნივერსიტეტი” – პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებული და…
შედეგი იხილეთ?!
“ევროპაშო გვინდა” – ამ სიყალბის მოტივით რა მოხდა?!
ეს ახალგაზრდები აგებენ საქართველოს მომავალზე დღეს პასუხს?
მათ მოეკითხებად დღეს გეოპოლიტიკის და უდიდესი საერთაშორისო პოლიტიკური პროცესების ცოდნა და სწორის ორიენტირება?
მათ იმედზე შეიძლება იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს განვითარება დღეს?!
არა!
პასუხი – ხელისუფლებას მოეთხოვება!
პასუხი იმ საშუალო და უფროსი თაობის გახრწნილ ადამიანებს მოეკითხებათ, რომლებიც იდეოლოგიური მარაზმის ტყვეობაში, უფრო კი საკუთარი გამორჩენის მიზნით, თითქოს “დასავლური ორიენტაციისანი” არიან!
“დასავლური ორიენტაციის” ვერასდროს იქნებიან
აგრესიული ტოტალიტარისტები და იდეოლოგიით
გონებადაჩლუნგებულები, –
მაგრამ ეს მათი პრობლემაა!
ქვეყნის პრობლემად ისინი მაშინ იქცნენ, ხელისუფლებამ
რომ დაიფარა, შეიფარა, დააფინანსა და ქვეყნის წინააღმდეგ მომართა!
(გ)
არ იცით, ხომ რა კლანური სისტემა ყალიბდება იმ თითქოს
“მთავარ” სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფ უვარგის უნივერსიტეტებში, კიდევ რამდენიმე უნივერსიტეტში?
არ იცით, რა ნათესაურ-კლანურ პრინციპებზე ინიშნებიან რექტორები? როგორ განაგებს დედა-ქალბატონი დემოკრატიის “შუქურისა” განათლების სიტემის ზედა ეშელონს?
მართლა არ იცით?!
ვერც ვერაფერი დაინახეთ?
(დ)
თქვენ რას ფიქრობთ, სპეცრაზმელები, პოლიციელები და ა.შ., რომლებიც საკუთარ სახელმწიფოში ემსახურებიან იმ საქმეს, რაც გარდაუვალად აუცილებელია, –
საქართველოს მოქალაქეები არ არიან?!
ღირსება არა აქვთ, რომ მთავრობის უპასუხისმგებლობის
გამო ვიღაც იდეოლოგიით დაბანგულმა და ყალბმა ადამიანებმა, მათ შორის, ახალგაზრდებმა შეურაცხყონ?!
ვის აქვს ამის ნება?!
რა სახელმწიფოს აშენებთ?
თუ არ აშენებთ, და მხოლოდ დიდხანს გნებავთ ხელისუფლებაში ყოფნა?!
ვერ გრძნობთ, რომ საქართველო სამოქალაქო ომისკენ
მიგყავთ?!
თქვენ გგონიათ ქართველები დაჩოქილები არიან 32-წლიანი დამცირების, გაღარიბების, შეურაცხყოფისა და ქვეუნიდან უხეშად განდევნის შემდეგ?!
არაფერი შეგეშალოთ!
საღ ქართველებს არ სჭირდებათ ვინმესგან ნებართვის აღება ამ საოცარი ქვეყნის გადასარჩენად და დასაცავად,-
ნუ მიიყვანთ ყველაფერს სამოქალაქო ომამდე!
შეასრულეთ ის, რაც კონსტიტუციითა და კანონებით არის განსაზრვრული და საკუთარ ქვეყნის და მისი ხალხის მომავლის უზრუნველყოფისთვის ელემენტარული პირობები შექმენით.
თავი დაანებეთ ერთი ადგილის უადგილო თამაშს, –
იფიქრეთ იმაზე, რომ ეს ქვეყანა თქვენიც არის!
ნუ გასწირავთ ყველაფერს!“
თეგები: დემურ გიორხელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025
ახალი ამბები

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025

17:57 07-02-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების   ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი

14:06 07-02-2025
27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved