• რეკლამა
  • კონტაქტი
04:33, პარასკევი, 17 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საქართველოს მთავრობა რუსეთისთვის იარაღია სანქციების გვერდის ავლის” – ინტერვიუს სრული ვერსია

ალია ავტორი - ალია
22:02 01-27-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,749

გერმანულმა გამოცემა “შპიგელმა” საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ჩაწერილი ინტერვიუ გამოაქვეყნა.

 

მთავარი არხი, აქვეყნებს სრული ინტერვის თარგმანს:

“ახლა რაც ჩემ თავს ხდება, ნათელი გზავნილია პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის. მან უარი თქვა რუსეთის შემოჭრის დასაწყისში ქვეყანა დაეტოვებინა, ისე როგორც მე ვთქვი უარი 2008 წელს, როცა პუტინის ჯარი საქართველოში შემოვიდა”

თქვენ გულისხმობთ, რომ ზელენსკიმ თქვენ მაგალითზე უნდა გააცნობიეროს რა ემუქრება?

“დიახ ჩვენ ქართველები მაშინ ჩვენი წარმატებული რეფორმებისთვის დავისაჯეთ. ისე როგორც დღეს ზელენსკი იხდის საფასურს ოლიგარქების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის გამო. პოლიტიკის, რომლის თანამონაწილეობის პატივი მეც მქონდა”

თქვენ ათი წელია აღარ ხართ თანამდებობაზე და ამასობაში პრეზიდენტის მრჩეველი და გუბერნატორი იყავით უკრაინაში – იქაც ხელისუფლების არაკეთილგანწყობაში მოხვდით. ძაფებს დღეს საქართველოში კულისებიდან მოსკოვის მეგობარი ცნობილი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ამოძრავებს. რა ინტერესი უნდა ქონდეს საქართველოს მთავრობას, როგორც კრემლის გრძელ ხელს თქვენზე შურისძიების?

საქართველოს მთავრობა რუსეთისთვის სასარგებლო იარაღია საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის. სინამდვილეში ჩემი სამშობლო პუტინის ერთგული მოკავშირე გახდა.

თქვენ საკუთარ თავს ,,პუტინის პირად პატიმარს’’ უწოდებთ. 2021 წელს თქვენ კონტეინერში დამალული ჩახვედით თქვენ სამშობლო საქართველოში, მიუხედავად თქვენი დაპატიმრების განჩინებისა და დაუყოვნებლივ დაგაპატიმრეს. ვერ შეაფასეთ სათანადოდ ვითარება?

პრეზიდენტი პუტინი, მისი წინამორბედი დიმიტრი მედვედევი და საგარეო მინისტრი ლავროვი არა მხოლოდ ჩემი ფიზიკური განადგურებისკენ მოუწოდებენ. ისინი, განსაკუთრებით პუტინი მოითხოვდა ჩემ საქართველოში დაჭერას და გასამართლებას.

არცერთი ქვეყანა რუსეთის გარდა, არ აღიარებს და ცნობს ჩემ ბრალეულობას და ჩემ მიმართ გამოტანილ განაჩენებს. მე მინდოდა საქართველოში დაბრუნება, მაგრამ ცუდი დრო დაემთხვა – ცოტა ხანში რუსეთმა ომი დაიწყო უკრაინასთან. არც ის არის გამორიცხული, რომ ვიღაც ადამიანები, ვინც ჩემ დაბრუნებას გეგმავდა 2021 წლის ოქტომბერში, რუსეთის შემოგზავნილი აგენტები იყვნენ.

ხედავთ მსგავსებას რუსი რეჟიმის მოწინააღმდეგე ნავალნისთან?

პუტინი ამბობს, რომ ნავალნი ჩემი რუსული ასლია. სიმართლე ისაა, რომ ორივეს გვძულს კორუფცია, რომლის გაშიშვლებაში ნავალნი შეუდარებლად ქმედითია.  გასარკვევია, იქნება თუ არა ნავალნი იმედია რუსეთის მომავალი მმართველის სახით, ისეთივე ეფექტური როგორიც მე ვიყავი საქართველოსთვის. კიდევ რა მსგავსებაა და საშინელი მოწამვლა, საშინელი გამოცდილება, რომელიც კიდევ უნდა გადავიტანოთ და ცოცხლები დავრჩეთ.

რა მტკიცებულებები გაქვთ რომ მოგწამლეს?

კლინიკის ექიმებს, სადაც მაისის მერე ვიმყოფები, ეს ეჭვი ჩემი შემოყვანისთანავე გაუჩნდათ. მოწამვლა განხორციელდა ამ ხელოვნების წესების ყველა დაცვით. ერთ-ერთი მსოფლიოში წამყვანი ნევროლოგმა, ლაჰანმა აიღო სინჯები და კალიფორნიის ლაბორატორიაში შეამოწმა. ამერიკელმა  ტოქსიკოლოგმა კი მძიმე მეტალების კვალი შეამოწმა. ჩვენ ეფ ბი აი-ს ჩართვაც გვინდოდა მეორე ტესტისთვის, მაგრამ საქართველოს მთავრობამ უარი თქვა.

თქვენ ასევე ამტკიცებთ, რომ გაწამეს. რას ნიშნავს ეს უფრო ზუსტად?

თქვენ რას დაარქმევდით, როცა მძიმედ დაავადებული პატიმარი პაციენტი ათასობით სახიფათო კრიმინალის გარემოცვაშია გამოკეტილი, რომლებიც დღე და ღამე ყვირიან და იმუქრებიან, რომ მოგკლავენ? მე რადიოს მთელ ხმაზე ჩართვა მიწევდა, რომ ნაწილობრივ მაინც გადამეფარა ეს ხმები.

წამება არაა, როცა ჩემ მდგომარეობაში 200 წნევით თითქმის უგონოდ წევს ადამიანი და შუაღამეს ბადრაგს აგზავნიან მოსახრჩობად? ან როცა ციხის საავადმყოფოში გცემენ?

ერთ-ერთი ვიდეო ასახავს, რომ თქვენ კლინიკის პერსონალის მიმართ აგრესიას გამოხატავთ და ნივთებს ყრით გარშემო.

პერსონალს აქ ვუყვარვარ, ეს ტელევიზიითაც გაცხადდა. იმ დღეს რაც შეეხება, მოსამართლე და პროკურორები, ჩემ პალატაში აპირებდნენ პროცესის გამართვას მიუხედავად იმისა რომ სიცხე, წნევა და ანთება მქონდა. ამიტომ დავყარე წამლები რომლებიც მომცეს. მორალურად არასწორი იყო ამ ვიდეოთი იმის ჩვენება თითქოს საქციელშემცდარი ვარ.

როგორ უყურებთ თქვენ ათწლიან მმართველობას ამ გადმოსახედიდან?

2004 წელს საქართველო არშემდგარი სახელმწიფო იყო, უმოქმედო ინსტიტუტებით. ჩემი პრეზიდენტობის დროს მშპ გაოთხმაგდა, კორუფცია თითქმის გაქრა და ევროპული ინტეგრაციის გზას დავადექით. რა თქმა უნდა სამწუხარო შემთხვევებიც იყო, როგორც გირგვლიანის შემთხვევა, რომელიც არაობიექტურად შუქდებოდა. დღეს ვნანობ, რომ შსს მინისტრი მაშინ არ გავათავისუფლე.

თქვენ ბევრი ადვოკატი და ექსპერტი გიცავთ. როგორ ახერხებთ ამას ფინანსურად?

დედაჩემმა მემკვიდრეობით მიღებული მიწა გაყიდა და მიუხედავად ამისა ახლა ფული აღარ გვაქვს არც ადვოკატების და არც სხვა რამის. რა ვქნა ახლა ვიდარდო და ვუსაყვედურო საკუთარ თავს, რომ როგორც სხვა პოსტსაბჭოთა კლეპტოკრატ ლიდერს სხვადასხვა ანგარიშზე მილიონები არ მაქვს გადამალული? დედაჩემი ამასობაში ბინის გაყიდვასაც ფიქრობს. ჩვენ უსამართლო ბრძოლაში ვართ.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

იმ ყველაფრის შემდეგ რაც საქართველოში გადამხდა, მომავალს, თუ ცოცხალი გადავრჩი, მხოლოდ უკრაინაში ვხედავ. ამ ქვეყნის ისტორიაში უკვე ვითამაშე გარკვეული როლი და უზომოდ ბედნიერი ვიქნები ზელენსკისთან ერთად და მისი ხელმძღვანელობით ვიმუშაო. მას თავისუფალი სამყაროს ლიდერად აღვიქვამ. ძალიან სევდიანია იმის ყურება, როგორ იქცა საქართველო ამ ომში კრემლის მოკავშირედ.

წყარო – მთავარი არხი

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ომი მწერებთან და ბრძოლის წინა ხაზი – რა ნიშნით უნდა შეარჩიო მწერებისგან დამცავი ბადე?

14:38 07-16-2026
თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა

13:59 07-16-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

14:29 07-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved