• რეკლამა
  • კონტაქტი
00:25, პარასკევი, 14 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოს მოვუწოდებთ, ხელი მოაწეროს ძალის არგამოყენებაზე ორმხრივ შეთანხმებას – არძინბა

ალია ავტორი - ალია
16:40 09-23-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
260

გამოცემა SOVA-ს ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა საქართველოს ძალის არგამოყენების შეთანხმებაზე ხელმოწერისკენ მოუწოდა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებაზე, რომ საქართველო აპირებს საკუთარი დრონების წარმოებას, არძინბამ განაცხადა, რომ ამას სოხუმის ე.წ მთავრობა პირდაპირ საფრთხედ მიიჩნევს.

„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, ჟენევას მოლაპარაკებების ფარგლებში ხელი მოაწეროს ძალის არ გამოყენების შესახებ ორმხრივი ვალდებულების შეთანხმებას. აფხაზეთი მშვიდობის მოყვარული ქვეყანაა, ჩვენ არ ვაპირებთ ვინმეზე თავდასხმას. მაგრამ ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ხალხს და მშობლიურ მიწას ბოლომდე დავიცავთ“ – განაცხადა არძინბამ

არძინბას თქმით, საქართველოსთან სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში, რაც გამორიცხული არაა, ეს ქვეყნები საქართველოს დაეხმარებიან.

„ეს კოლექტიური დასავლეთის ომის მანქანაა. უცხოელი დაქირავებული სამხედროების დაჯგუფებები, სამხედრო დანაყოფები გაწვრთნილები არიან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტების შესაბამისად. საქართველოსთან სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში, რასაც ვერ გამოვრიცხავთ, ყველა ეს ქვეყანა ჩვენს მოწინააღმდეგეს დაუჭერს მხარს“ 

ინალ არძინბას ცნობით, ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე.წ აფხაზეთის რესპუბლიკის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება, ისევე როგორც „კარგი, ძმური ურთიერთობების შენარჩუნება და გაძლიერება მოკავშირე რუსეთის ფედერაციასთან“.

„ჩვენ ვერ გადავდგამთ ნაბიჯებს, რომლებიც რუსეთისადმი არამეგობრულ დამოკიდებულებად ჩაითვლება. რუსეთი ჩვენი უსაფრთხოების გარანტია, ის ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტის გაძლიერების კუთხით გვეხმარება. დღეს რუსეთის ფედერაცია წინ აღუდგა მსოფლიო უსამართლობას. ეს სიმართლისთვის ბრძოლაა, ეს სამართლიანობისთვის ბრძოლაა. და როგორც იცით, ძალა სიმართლეშია“ – განაცხადა ანილ არძინბამ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ 9 ივნისს, პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, რომ წლის ბოლომდე საქართველო აწარმოებს ქართულ უპილოტო საფრენ აპარატებს, დრონებს.

ბურჭულაძის თქმით, “თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და თავდაცვის ძალების გაძლიერების თვალსაზრისით უწყების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტული მიმართულება სადაზვერვო საშუალებების – ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატების მიმართულების განვითარება და გაძლიერებაა”.

თავდაცვის მინისტრმა განაცხადა ასევე, რომ შეიქმნა ერთობლივი ქართულ-პოლონური საწარმო.

ფორმულა.

თეგები: აფხაზეთის მთავრობაინალ არძინბასაქართველო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved