• რეკლამა
  • კონტაქტი
20:07, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოს კორუფციულ ქმედებებს ყურადღებით გავეცნობი – ლემი

ალია ავტორი - ალია
13:19 07-11-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
197

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დეივიდ ლემიმ ბრიტანელი პარლამენტარის, ფილ ბრიკელის კითხვაზე, რომელშიც მან ქართული ოცნების მაღალჩინოსნები ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებში ქონების გადამალვაში დაადანაშაულა, პასუხისას თქვა, რომ საქართველოს კორუფციულ საქმიანობას “ყურადღებით გაეცნობოდა”.

ბრიკელის კითხვა ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულების მიერ 2018 წლის სანქციებისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის კანონით გათვალისწინებული ბენეფიციარი მფლობელობის შესახებ საჯარო რეესტრების ჩამოყალიბების ვალდებულების არშესრულებას ეხებოდა.

“საქართველოში, პრორუსული პარტია “ქართული ოცნების” წამყვანი წევრები – მაშინ როცა სამოქალაქო საზოგადოებასა და ქართველი ხალხის თავისუფლებებს დევნიან  – სავარაუდოდ, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე რეგისტრირებულ კომპანიებს იყენებენ, რათა ფინანსური საიდუმლოების ფარდის მიღმა თავიანთი სიმდიდრე დაფარონ და გადამალონ.

ამავდროულად, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებმა კვლავაც ვერ შეასრულა ვალდებულება, რომ ბენეფიციარი მფლობელობის შესახებ საჯაროდ ხელმისაწვდომი რეესტრები ჩამოაყალიბოს. 2018 წლის სანქციებისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის კანონის მიღების შემდეგ, მათ ამის ვადა როგორც 2020, ისე 2023 წლებში დაარღვიეს. როგორ ფიქრობთ, ეს მსოფლიოში როგორ სიგნალს აგზავნის?” – კითხა ბრიტანელმა პარლამენტარმა ლემის

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულების მიერ აღნიშნული ვალდებულების განმეორებითი დარღვევა მსოფლიოსთვის “საშინელ სიგნალს” წარმოადგენს.

“ეს საშინელ სიგნალს გზავნის. ეს საკითხი ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებთან კვლავაც განხილვის საგანია და ჩვენ ამას სერიოზულად ვუდგებით. სწორედ ამიტომ, არალეგალურ ფინანსებთან დაკავშირებით კონფერენციის გამართვას ვგეგმავ. სწორედ ამიტომ, ვთხოვე ქალბატონ მარგარეტ ჰოჯს, რომ დაგვეხმაროს ამ პრობლემის მოგვარებასა და საერთაშორისო საზოგადოების გაერთიანებაში. დეპარტამენტის მხრიდან კიდევ ბევრი რამ არის მოსალოდნელი.

კონკრეტულად იმ საკითხის დეტალებზე, რომელზეც ყურადღება თქვენ გაამახვილეთ – საქართველოსა და იქ არსებულ კორუფციულ ქმედებებთან დაკავშირებით – ჯერ არ ვფლობ სრულ ინფორმაციას, მაგრამ ყურადღებით გავეცნობი და აუცილებლად გადავცემთ ჩვენს პოზიციას ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებს” – თქვა ლემიმ

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved