• რეკლამა
  • კონტაქტი
01:06, კვირა, 7 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ თიბისის მხარდაჭერით AI კვლევითი კლუბი შექმნა

ალია ავტორი - ალია
16:47 10-22-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
233

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ, სტუდენტური AI კვლევითი პროგრამის განხორციელება დაიწყო. კლუბის მიზანია, მონაწილეებმა შეძლონ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით კვლევის უნარების განვითარება და ტექნიკური კომპეტენციის გაძლიერება.

სტუდენტური AI კვლევითი კლუბი უნიკალური შესაძლებლობაა ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის, ასევე კურსდამთავრებულებისთვის, ჩაერთონ რეალურ კვლევით პროექტებში, გამოაქვეყნონ სამეცნიერო ნაშრომები და მოემზადონ საერთაშორისო კონფერენციებისა და წამყვანი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებისთვის.

კლუბის ფარგლებში, გუნდები იმუშავებენ კვლევის ხელმძღვანელებთან ერთად, სიღრმისეულად შეისწავლიან საკვლევ თემას, მასთან დაკავშირებულ ტექნოლოგიებს და მოამზადებენ სამეცნიერო ნაშრომს. საუკეთესო ნაშრომის ავტორები კი, ტექნოლოგიების მიმართულებით საერთაშორისო კონფერენციაზე/ექსპოზე გაემგზავრებიან.

„სტუდენტური კლუბის მიზანი საქართველოში კვლევით დაინტერესებული ახალი თაობის პროფესიონალების ხელშეწყობა და ქვეყანაში AI კვლევის კულტურის ჩამოყალიბებაა. რეგიონში და მსოფლიოში კონკურენციისთვის საქართველოშიც უნდა არსებობდეს AI კვლევები, რისთვისაც ტალანტების განვითარება ყველაზე მთავარი გამოწვევაა. GAIA, თიბისის მხარდაჭერით და აკადემიურ სექტორთან თანამშრომლობით, სწორედ ამ მიზანს ისახავს.” – გიგი გიორგაძე, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის დირექტორი.

კლუბის მენტორები წამყვანი ქართველი AI მკვლევარები იქნებიან სხვადასხვა საერთაშორისო უნივერსიტეტებიდან და კომპანიებიდან.

AI კლუბის შეხვედრები ჰიბრიდულ რეჟიმში წარიმართება. კლუბში მისაღებად რეგისტრაცია 2 ნოემბრამდე გაგრძელდება. დეტალური ინფორმაციისთვის და კლუბის წევრობისთვის გადადით ბმულზე.

ხელოვნური ინტელექტის კვლევა ის მიმართულებაა, რომელიც მომავალს ქმნის – ცოდნის, ინოვაციისა და პროგრესის გზით. თიბისისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ახალ თაობას აძლევს შესაძლებლობას განვითარდნენ, იკვლიონ და შექმნან რეალური ცვლილება ტექნოლოგიების სამყაროში.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved