• რეკლამა
  • კონტაქტი
09:24, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, საქართველოს ხელისუფლების არაღიარება, ახალი არჩევნების ჩატარება, ივანიშვილის დასანქცირება და რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება” – Renew europe-ს რეზოლუციის სამუშაო ვერსია

ალია ავტორი - ალია
15:36 02-11-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
267

რა წერია ევროპარლამენტში, კიდევ ერთი ჯგუფის – Renew europe (განაახლე ევროპა) რეზოლუციის სამუშაო ვერსიაში, რომელიც საქართველოს ეხება?! –  ეს ჯგუფის, ევროპის სახალხო პარტიისა და ევროპელი რეფორმისტებისა და კონსერვატორების ჯგუფის მსგავსად ითხოვს, ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და ძალადობაზე პასუხისმგებელი ყველა პირის დასანქცირებას.

გარდა ამისა, რეზოლუციის სამუშაო ვერსიის თანახმად, Renew europe წევრები ითხოვენ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამგუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას, მის მიმართ დაკავების დროს და დაკავების შემდეგ არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიებას.

ამასთან, რეზოლუციის სამუშაო ვერსიაში საუბარია გასულ წელს ჩატარებულ არჩევნებზე და აღნიშნულია, რომ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები, ხოლო საარჩევნო გარემო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი უნდა იყოს.

Renew europe მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, არ ჩართონ ქართველი ოფიციალური პირები საერთაშორისო შეხვედრებში და შეაჩერონ მაღალი დონის თანამშრომლობა პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის გადაწყვეტამდე”.

“[ჯგუფი] მოუწოდებს ევროკავშირს და წევრ ქვეყნებს გაავრცელონ მკაფიო განცხადებები არალეგიტიმური ხელისუფლების არაღიარების შესახებ და მოითხოვონ ახალი არჩევნები; მიესალმება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებას გაასაჩივროს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილება დემოკრატიული უკუსვლისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო;

[ჯგუფი] გამოხატავს შეშფოთებას “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მიერ დაშინებისა და პოლარიზაციის კლიმატის გამო; ხაზს უსვამს, რომ ყველაფერი, გარდა საქართველოს დემოკრატიული სტანდარტების სრული აღდგენისა, გამოიწვევს ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების შემდგომ გაუარესებას და დამატებით სანქციებს; გამოხატავს შეშფოთებას პარტია “ქართული ოცნების” მიერ ბოლოდროინდელ განცხადებებთან დაკავშირებით ახალი კანონმდებლობის შემოღების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის უფლებებისა და თავისუფლებების შემდგომ გამკაცრებას, როგორიცაა ახალი კანონი მედიის შესახებ.

ვგმობთ პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმას გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე, ისევე როგორც ნიკა მელიასა და გიგი უგულავას ძალადობრივ დაკავებას, რაც პოლიტიკური ძალადობის ესკალაციად მიგვაჩნია. ეს არის პოლიტიკური ფიგურების დაშინებისა და საქართველოში დემოკრატიისთვის ზიანის მიყენების უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილი. მოვუწოდებთ ევროკავშირსა და წევრ ქვეყნებს, შეუერთდნენ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს და დაუწესონ მაქსიმალურად ფართო და ეფექტური პირადი სანქციები საქართველოს იმ პოლიტიკურ ლიდერებსა და ოფიციალურ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, საარჩევნო კანონებისა და სტანდარტების დარღვევაზე, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებაზე, ძალადობასა და არაჰუმანურ მოპყრობაზე, ასევე მოსამართლეებს, რომლებიც იღებენ პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს, მედიის წარმომადგენლებსა და ბიზნესმენებს, რომლებიც მხარს უჭერენ არადემოკრატიულ რეჟიმს. სასურველია, ეს მოხდეს ევროკავშირის დონეზე და, თუ ეს შეუძლებელია, ორმხრივად და კოორდინირებულად. კვლავ მოვუწოდებთ ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს, დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახსა და კომპანიებს, ასევე ჩამოართვან მას საპატიო წოდებები და ორდენები, საქართველოს პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი დიდი როლის გამო.

მოუწოდებს ევროპის საბჭოს პრეზიდენტს მოიწვიოს პრეზიდენტი ზურაბიშვილი ევროპის საბჭოს მომავალ სხდომაზე და ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მომავალ სამიტზე საქართველოს წარმომადგენლად”, – წერია რეზოლუციის დრაფტში.(მთავარი არხი)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved