• რეკლამა
  • კონტაქტი
10:01, შაბათი, 9 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, საქართველოს ირანიდან ლტოლვილთა ტალღა ნამდვილად არ ემუქრება. აი ჩვენი ირანიზაცია კი დიდი ხანია დაწყებულია, სადაც მალე ვერც ამ სტატუსს წაიკითხავთ და ვერც ხმას ამოიღებთ” – ლაშა შაყულაშვილი

ალია ავტორი - ალია
03:38 06-19-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
667

ებრაისტი, როტშილდების ფონდის მკვლევარი ლაშა შაყულაშვილი:

,,ეს ფოტო თეირანში გადავიღე.

ამ დღეებში ბევრ ექსპერტს მოუსმენთ და მათ კვალიფიციურ აზრსაც გაიგონებთ. მე არც რეგიონული და არც საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტი არა ვარ, თუმცაღა ჩემი პროფესია ჩემივე სულის ნაწილია. ისრაელში ვცხოვრობ, სადაც თალმუდსა და ებრაულ ფილოსოფიას ვასწავლი. თალმუდი გვიხსნის, რომ ყველა ადამიანი რაიმეს თვითმხილველი სწორედ იმიტომ ხდება რომ, საჭირო დროს, სიმართლის მხარეს დადგეს და საკუთარი თვალით ნანახსაც უტყუარ მოწმედ მოუხმოს.

აქამდე სულ ჩემი თვალით დანახულ და განცდილ ისრაელზე გიყვებით. დღეს კი ირანზე დავწერ, ჩემი თვალით ნანახსა და განცდილზე.

თურქეთისა და ირანის სახმელეთო საზღვარი ერთი გვირაბია, რომელსაც მგზავრები ფეხით გადიან. თურქეთის მხარე წითლადაა შეღებილი, ხოლო ირანისა კი მწვანედ. ერთი ფერიდან მეორეში გადასვლამდე, ქალები შეჩერდნენ, ჩანთები გახსნეს და იქიდან ჩადრები ამოიღეს. ეს ლამაზი, გაპრანჭული და მომღიმარი ქალები სულ მალე სიშავეში ჩაიკარგნენ. მაშინ ასაკითაც პატარა ვიყავი და ბევრი არ მესმოდა – 1979 წლის რევოლუციამ ქალთა უფლებებს და ზოგადად ქალს რა უქნა. ბევრი რამ არ მესმოდა, სანამ ბევრიც ჩემი თვალით არ ვნახე.

ჩემი პირველი თბილისელი წინაპარი, ზაქარია კახელიშვილი, 1795 წელს კრწანისის ბრძოლაში იბრძოდა და თბილისშიც მას შემდეგ დასახლდა. ჩვენ, მის პირდაპირ შთამომავლებს, მისი საფლავიც კი გვაქვს. საფლავიც შენახული გვაქვს და სპარსეთის იმპერიის მიმართ ჯანსაღი სიძულვილიც!

თეირანში ჩამოსვლის და დაბინავების შემდგომ აღა-მაჰმად-ხან ყაჯარის სასახლეს მივაკითხე. ეს ის აღა-მაჰმად-ხანია, თბილისი რომ გადაწვა. გულში ვფიქრობდი – შენ ჯარს რომ ეომებოდა, პატარა ზაქარია, მე იმისი შთამომავალი ვარ, გადარჩა საქართველო და შენს ეზოში გურჯი თამამად დიარება-თქო.

ავტობუსმა, გოლესტანის სასახლემდე, ჯერ ამერიკის საელჩოს ჩაუარა, რომელიც ახლა ისლამის სკოლაა. ქუჩაში ევროპული ყაიდის შენობები გამოჩნდნე, რომლებიც თავიანთი უწინდელი დანიშნულების და მფლობელთა აჩრდილებიღა არიან. არა, თავად შაჰი არავის ენატრებოდა, მაგრამ შაჰის პერიოდს თითქმის ყველა მისტიროდა. დროს, როცა ირანმა დასავლეთისაკენ სვლა დაიწყო, მაგრამ არ შეარჩინეს. 1979 წლის რევოლუცია რეგიონში ისლამური რევოლუციების სათავედ იქცა.

შაჰის ვარდნა და ისლამური რეჟიმის აღზევებაზე აურაცხელი ნაშრომებია, მაგრამ მე სულ ორ წინადადებას გეტყვით. 1971 წელს, პერსეპოლისში, სპარსეთის იმპერიის დაარსების 2500 წლის იუბილე აღნიშნეს, რომელსაც 60-ზე მეტი მეფე, დედოფალი და ქვეყნის მეთაური დაესწრო. შაჰის ყველა მძიმე პრობლემას ისლამიდან გადახვევა და სპარსული მითოლოგიის გაცოცხლება აღარ ეპატიაო.

მანამდე გაგონილი სპარსული კულტურა მხოლოდ მუზეუმებში დამხვდა, ქვეყანას მისი დიადი წარსულის არაფერი ეტყო. მეტროში მატარებელი ჩამოდგა, შუაში ცალკე გისოსებიანი ვაგონი იყო, მანდ მხოლოდ ქალები შედიანო. გული შემიწუხდა, მართლა. ვერც რელიგიას შეიცვლი, კანონი კრძალავსო. კანონი ბევრ რამეს კრძალავს და ხშირად სიცოცხლის წართმევითაც სრულდება. მაშინ გავიგე რომ ირანში ყველაზე ხმამაღლა და შეუპოვრად სწორედაც რომ ქალები იბრძვიან!

რას ვიფიქრებდი რომ წლების შემდგომ, ჩემი სამშობლო, საქართველო ირანს ასე გადაებმებოდა. ირან-ისრაელის ომის დროს კი ირანზე სენტიმენტებს შემოყრიდა. იმ ირანს, თავის მოსახლეობას რომ სულს უკლავს და ჩემი სამშობლო რომ არაერთხელ აუოხრებია!

შუა აღმოსავლეთში, ირანის გარდა, სხვა ჩინებული არაბული ქვეყნებიც მინახავს, მაგრამ ჩემი გული ისრაელს ეკუთვნის. მიწას, სადაც ქალებისა და უმცირესობების უფლებები დაცულია; მიწა, სადაც ებრაელი, დრუზი, პალესტინელი, ბაჰაი, ქრისტიანი, არაბი და ბედუინი ერთ სახელმწიფოში ცხოვრობს. ქვეყანაში, სადაც ნებისმიერი დაძაბულობის ფონზე მინარეთებიდან მუსლიმები ლოცვას შეუფერხებლად აღავლენენ.

ჩემო თანამემამულეებო, არა, საქართველოს ირანიდან ლტოლვილთა ტალღა ნამდვილად არ ემუქრება. აი ჩვენი ირანიზაცია კი დიდი ხანია დაწყებულია, სადაც მალე ვერც ამ სტატუსს წაიკითხავთ და ვერც ხმას ამოიღებთ. შავი ჩადრი ჩამოგვეფარება და ამ საუკუნის ბოლოს ქართველს და ქართულ ენას უცხო ქვეყნებში უფრო დავინახავთ, ვიდრე ჩვენს სამშობლოში, თუ მტრისა და მოყვარის დროულად გარჩევას არ დავიწყებთ!

გამარჯვება თავისუფლებისათვის მებრძოლ და მამაც ირანელ ხალხს, განსაკუთრებით კი ქალებს!

დიდება ჩემს გელათს და იერუშალაიმს! עם ישראל חי!”

თეგები: ლაშა შაყულაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში
ახალი ამბები

მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში

20:03 05-08-2026
“გაიარე მეტი” – “თეგეტა მოტორსმა” მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

“გაიარე მეტი” – “თეგეტა მოტორსმა” მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

18:12 05-08-2026
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები – ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები – ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა – თიბისი

17:42 05-08-2026
„გოგოების გზა ტექნოლოგიებში – სწავლიდან ლიდერობამდე“ – გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია თიბისის მხარდაჭერით გაიმართა
ახალი ამბები

„გოგოების გზა ტექნოლოგიებში – სწავლიდან ლიდერობამდე“ – გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია თიბისის მხარდაჭერით გაიმართა

17:38 05-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved