• რეკლამა
  • კონტაქტი
13:35, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ევროკავშირის ტერიტორიაზე მოქმედი უმსხვილესი საწარმოების მიმართ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა

ალია ავტორი - ალია
10:31 12-21-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ევროკავშირის ტერიტორიაზე მოქმედი 17 საწარმოს მიმართ ჩადენილი თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართ დაიწყო.

გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე ლ.პ.-მ, არარეზიდენტი იურიდიული პირების ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, მის მიერ წარსულში დაფუძნებულ კომპანიას, 2020 წლის აპრილში შეუცვალა სახელწოდება და დაარეგისტრირა ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ოფისის მსგავსი დასახელებით.

ბრალდებული, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან ერთად წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, არარეზიდენტ საწარმოებს, რომლებსაც ინტელექტუალური საკუთრების რეგისტრაციაზე განაცხადი ჰქონდათ შეტანილი ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ოფისში, ელექტრონული ფოსტით მეშვეობით უგზავნიდა ყალბ ინვოისებს და არარსებული მომსახურების ანაზღაურებას მოტყუებით არიცხინებდა, მის საკუთრებაში არსებული, ქართული კომპანიის საბანკო ანგარიშებზე.

აღნიშნული ქმედებით, ლ.პ. 2020 წლის 9 ივნისიდან 2020 წლის 22 ივლისის ჩათვლით პერიოდში  მოტყუებით დაეუფლა 17 არარეზიდენტი საწარმოს კუთვნილ ჯამში 47 922 ევროს (165 047.17 ლარი).

შემდგომში, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის ნაწილი, კანონიერი სახის მიცემის, ლეგალიზაციის მიზნით, ბრალდებულმა დაანაწევრა და ფიქტიური ინვოისების საფუძველზე გადარიცხა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მასთან დაკავშირებული კომპანიის საბანკო ანგარიშზე, რითაც მოახდინა 17 271 აშშ დოლარის (52 708.95 ლარი) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.

საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა ლ.პ. 2021 წლის 20 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 194-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულის მიერ დაფუძნებული საწარმოს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სასჯელის სახედ ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს.

საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved