• რეკლამა
  • კონტაქტი
23:15, პარასკევი, 26 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა სპეციალიზაციის პროცესზე ისაუბრა

ალია ავტორი - ალია
18:09 09-27-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გამართულ მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე – „ბავშვთა უფლებების საკითხების ჩართვა საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურუკულუმებში“ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა სპეციალიზაციის პროცესზე ისაუბრა.

როგორც ნათია მერებაშვილმა კონფერენციაზე აღინიშნა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ პირთა გადამზადებას განგრძობადი ხასიათი აქვს. მისი თქმით, მუდმივად ხორციელდება სპეციალიზებული პროკურორების, გამომძიებლების, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების პროფესიული განვითარება და მათი გადამზადება პერიოდულად ხდება შემდეგი მიმართულებებით: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან კომუნიკაცია; არასრულწლოვანთა შრომითი და სექსუალური ექსპლუატაცია; ბავშვთა პორნოგრაფია; ანტიდისკრიმინაციული საკითხები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით; სამართლიანი სასამართლოს სტანდარტები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით. ასევე, ოჯახური ძალადობის დანაშაულებსა და სქესობრივი ხასიათის დანაშაულებში სპეციალიზაციის კურსს გადიან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის ეფექტიანი განხორციელების, სისხლის სამართალწარმოების პროცესში ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფისა და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების უზრუნველყოფის მიზნით, სპეციალიზაციის სტანდარტის უზრუნველყოფასთან ერთად, პროკურატურა მთელ რიგ სხვა ღონისძიებებს ახორციელებს. მიმდინარეობს არასრულწლოვანთა მიერ და მიმართ ჩადენილ დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგი, რომლის შედეგად გამოვლენილი გამოწვევების გადაჭრის მიზნით ხდება რეკომენდაციებისა და სახელმძღვანელო მითითებების შემუშავება, ყოველწლიურად მონიტორინგის შედეგების გაანალიზება და მათი შესაბამის ანგარიშში ასახვა. ასევე, ყოველწლიურად მზადდება კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა მახასიათებლების კვლევა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ეფექტიანი იმპლემენტაციის ხელშეწყობისა და რეგიონულ დონეზე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირების მიზნით, ყოველწლიურად იმართება არასრულწლოვანთა ადგილობრივი მულტიდისციპლინური საბჭოს სხდომები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში ჩართული ყველა პროფესიონალის მონაწილეობით. ასევე, პროკურატურა ბავშვზე მორგებული გარემოს კონცეფციას რეგიონებში ეტაპობრივად აფართოებს.

ნათია მერებაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები იძლეოდეს შესაძლებლობას სტუდენტმა მიიღოს ცოდნა ბავშვის უფლებების, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითადი საერთაშორისო სამართლებრივი აქტების, ბავშვის უფლებათა კოდექსისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესახებ.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაზე ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებულ განათლების საკითხებზე მოხსენებები ასევე წარადგინეს დიპლომატებმა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა და  საჯარო უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა.

საქართველოს პროკურატურა სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების მიზნით, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებთან აქტიურად თანამშრომლობს.  პროკურატურა ბავშვთა უფლებებისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების შესახებ მომავალ პროფესიონალებში ცოდნის ამაღლების ხელშეწყობისთვის, უნივერსიტეტებთან თანამშრომლობას კვალავაც გააგრძელებს. 

თეგები: პროკურატურა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved