• რეკლამა
  • კონტაქტი
04:04, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს კამრან ალიევს შეხვდა

ალია ავტორი - ალია
18:06 10-15-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს კამრან ალიევს შეხვდა.

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს მადლობა გადაუხადა ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი სამართლებრივი თანამშრომლობისთვის და საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო.

საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის დელეგაციის წევრებისთვის შეფასების სისტემის; რანგირების სისტემის; სტაჟირების სისტემის; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების; შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების; ოჯახური დანაშაულის; უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია და ქონების ჩამორთმევის, კორუფციული დანაშაული IBM-12 პროგრამის და ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებების შესახებ პრეზენტაციები გამართეს.   

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილეები, პროკურატურის წარმომადგენლები და აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ. 

როგორც საქართველოს გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, საქართველოს და აზერბაიჯანს შორის არის მჭიდრო, მეგობრული და საქმიანი ურთიერთობები და მართლმსაჯულების მიმართულებითაც თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია.

ირაკლი შოთაძე: “ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია აზერბაიჯანის გენერალური პროკურორის სტუმრობა, ჩვენთვის აზერბაიჯანი წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს. ჩვენს ორ ქვეყანას შორის მართლმსაჯულების მიმართულებითაც თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ დღეს განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის ფულის გათეთრება, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და სხვა კატეგორიის მნიშვნელოვანი დანაშაულებების წინააღმდეგ ბრძოლა. ასევე, რაც მთავარია დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. დარწმუნებული ვარ აზერბაიჯანისა და საქართველოს პროკურატურებს შორის ურთიერთთანამშრომლობა სისხლის სამართლის სფეროში უფრო გაძლიერდება”.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურმა პროკურორმა კამრან ალიევმა მადლობა გადაუხადა საქართველოს გენერალურ პროკურორს მასპინძლობისთვის. მან ორი ქვეყნის უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

შეხვედრის დასასრულს, ორი ქვეყნის გენერალურმა პროკურორებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურმა პროკურორებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მესამე პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის ძეგლი გვირგვინებით შეამკეს.

ასევე, ვიზიტის ფარგლებში იგეგმება აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური პროკურორის კამრან ალიევს გაცნობითი ხასიათის შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.

თეგები: პროკურატურა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved