• რეკლამა
  • კონტაქტი
01:41, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ამერიკელ ექსპერტ დევიდ მარტინთან შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

ალია ავტორი - ალია
15:44 12-06-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში  ამერიკელ ექსპერტთან, დევიდ მარტინთან შემაჯამებელი   შეხვედრა  გაიმართა.

შეხვედრა, რომელსაც საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ  გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა გახსნა.

ნათია მერებაშვილმა ამერიკელი ექსპერტის ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და დევიდ მარტინს სამ კვირიანი ვიზიტის ფარგლებში გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც გენერალური პროკურორის მოადგილემ აღნიშნა, ამერიკელი ექსპერტის ვიზიტი სხვადასხვა საინტერესო საკითხებთან ერთად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სპეციალიზებული პროკურორების საქმიანობის გაუმჯობესებისა და ოჯახური დანაშაულის მსხვერპლებზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვის აუცილებლობის მიმართულებით. 

თავის მხრივ, დევიდ მარტინმა საქართველოს გენერალურ პროკურატურას მადლობა გადაუხადა  ვიზიტის ფარგლებში კარგად ორგანიზებული ღონისძიებებისთვის და  ქართველი კოლეგების მხრიდან პრაქტიკული და თეორიული საკითხების გაზიარებისთვის.

ამერიკელმა ექსპერტმა პოზიტიურად შეაფასა ქალთა მიმართ გენდერული ძალადობისა და ოჯახური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს პროკურატურის პოლიტიკა,  საქმიანობის პრიორიტეტები, განხორციელებული რეფორმები, მიღწეული პროგრესი და დაგეგმილი სამომავლო ღონისძიებები. მან იმედი გამოთქვა, რომ  ამერიკული და ქართული პრაქტიკის კიდევ უფრო დაახლოებისთვის ქმედითი ღონისძიებები დაიგეგმება.

დევიდ მარტინი საქართველოს პროკურატურისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ხელშეწყობით,   ფულბრაიტის პროგრამის ფარგლებში ჩამოვიდა და სამკვირიანი ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გამართა სპეციალიზებულ პროკურორებთან, მოსამართლეებთან, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებთან, ადვოკატებთან, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულების საკითხებზე მომუშავე სხვა უწყებებთან. ასევე, ჩაატარა ტრენერთა ტრენინგი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, ოჯახში ძალადობის, სქესობრივი დანაშაულების საკითხებზე სპეციალიზებულ პროკურორებთან. ჩატარდა მულტისექტორული სამუშაო შეხვედრა ქალთა მიმართ გენდერული ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე. 

ვიზიტის ფარგლებში დევიდ მარტინმა  თავშესაფრები და კრიზისული ცენტრები მოინახულა. ასევე შეხვდა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს და საინტერესო საკითხებზე ინტერაქციული ლექცია ჩაატარა.

დევიდ მარტინი   ამერიკის შეერთებულ შტატებში (სიეტლში, ვაშინგტონის შტატი)  23 წელზე მეტია ხელმძღვანელობს ოჯახში ძალადობის სპეციალიზებულ დეპარტამენტს. მას აქვს მრავალფეროვანი გამოცდილება როგორც აკადემიური, ისე პრაქტიკული საქმიანობის კუთხით. ის ოჯახში ძალადობის შესახებ კანონების და კანონქვემდებარე აქტების ავტორია, ასევე აღდგენითი მართლმსამჯულების სფეროში დანერგილი აქვს ინოვაციური რეფორმები და  დღემდე აქტიურად ახორციელებს საპროკურორო საქმიანობას სპეციალიზებულ დანაყოფში. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved