ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ, TV პირველთან განაცხადა.
“საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი გაყინულია და არ მგონია, რამე შეიცვალოს, თუ “ქართული ოცნება” ევროპულ გზას არ დაუბრუნდება. არ მგონია რამე შეიცვალოს არჩევნებამდე. ვფიქრობ, ევროკავშირის ზოგიერთი სახელმწიფო, განსაკუთრებით აღმოსაველთ ევროპის ქვეყნები, მათ, ვისაც განსაკუთრებით კრიტიკული ურთიერთობა აქვთ რუსეთთან, გამოიყენონ პოტენციურს სანქციებს, შეუზღუდავენ სავიზო რეჟიმს, არა მხოლოდ ქართული ოცნების ქმედებების გამო, არამედ საქართველოში რუსული გავლენების ზრდაც არის მიზეზი, რადგან ეშინიათ, რომ რუსი აგენტები და ჯაშუშები, სწორედ საქართველოს გავლით შეძლებენ ევროკავშირის წევრ ქეყნებში შესვლას. აქედან გამომდინარე, ველოდები, რომ საქართველოსთვის ცუდი ეფექტის მქონე გადაწყვეტილებები იქნება.
ევროპარლამენტის პირველივე სესიაზე ჩვენ კენჭს ვუყრით ევროკომისიის ახალ შემადგენლობას, ასევე კაია კალასის კანდიდატურას, რომელიც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოსტზე პოტენციური კანდიდატია. მისი კანდიდატურა საქართველოსთვის განსაკუთრთღებით მნიშნველოვანია. აუცილებლად ვკითხავთ მას, რა იქნება ევროკავშირის რეაქცია . შემდეგ იქნება რეზოლუცია, რამდენად მკაცრი, ამას მოგვიანებით გაიგებთ, თუმცა უპასუხოდ “ოცნების” ქმედებებს არც ევროპარლამენტი დატოვებს”.
კომენტარები