• რეკლამა
  • კონტაქტი
22:08, ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოს ეკონომიკა არის მინუსში – რა საგანგაშო მონაცემს აქვეყნებს ოქრიაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:44 04-04-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
171

დეპუტატ კახა ოქრიაშვილის ინფორმაციით,  აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს 2023-2024 წლების ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 2023 წელს ეკონომიკური ზრდა 4,5 %-ია, ხოლო 2024 წლის მოსალოდნელი ზრდა 5 %–ია. თუმცა,  2023 წლის ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი – 6 %–ია.

კახა ოქრიაშვილი:

“დღეს, აზიის განვითარების ბანკმა, საქართველოს 2023-2024 წლების ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 2023 წელს ეკონომიკური ზრდა არის 4,5 % და 2024 წელს, თუ ყველაფერი კარგად იქნება, 5 %. ასევე, გამოქვეყნდა 2023 წლის ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი  – 6 %. ეს იმას ნიშნავს, რომ ინფლაციის გათვალისწინებით, რეალური ეკონომიკა არის მინუსში! ამიტომ გარბის ხალხი საქართველოდან, ამიტომ არ აქვს ამ ქვეყანას პერსპექტივა.
ჩვენნაირ ქვეყანას, პროგრესული, სამართლიანი მთავრობის პირობებში, ყოველწლიურად, ორნიშნა – 10 და მეტპროცენტიანი  ეკონომიკური ზრდა უნდა გვქონდეს. დღევანდელი მოცემულობა არის „ოცნების“ ათწლიანი მმართველობის და ქვეყნის ერთპიროვნული მიტაცების შედეგი. ბიზნესის მიმართ მტრული დამოკიდებულება (ანაკლიის პორტი, ნამახვან-ჰესი და ა.შ.), კორუფცია, კონკურენციის შეზღუდვა, სახელისუფლო ბიუროკრატიული წნეხი, ნდობადაკარგული სასამართლო, სადაც სამართალს ვერ იპოვი, მით უმეტეს დროულად – ეს ჩამონათვალი და მრავალი სხვა, არის ეკონომიკის პროგრესის, ე.ი. ჩვენი ქვეყნის განვითარების მტერი.
ვისურვებდი, მომავალში, საქართველოს ჰყავდეს არა ისეთი მთავრობები, როგორიც გვყავდა წარსულში და გვყავს დღეს, არამედ ისეთი, როგორიც ჰყავს მაგალითად ესტონეთს – ჩვენსავით ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას,  რომლის მშპ საქართველოს იდენტური იყო და დღეს, ესტონეთში მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 5,5-ჯერ მეტია, ვიდრე საქართველოში. ეს იმას ნიშნავს, რომ 1990 წელს საქართველოსა და ესტონეთში ერთი და იგივე პროფესიის ადამიანებს ჰქონდათ ერთნაირი ხელფასი, დღეს კი ესტონელს 5,5-ჯერ მეტი ხელფასი აქვს, ვიდრე ქართველს. ხომ მოახერხეს ესტონელებმა?! ჩვენ, ქართველებსაც შეგვიძლია!
ჩვენ გვჭირდება და გვეყოლება ახალი, პროგრესული და ოლიგარქიისგან თავისუფალი მთავრობა. შედეგი ეკონომიკაში არ დააყოვნებს!”

თეგები: კახა ოქრიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved