• რეკლამა
  • კონტაქტი
02:16, ხუთშაბათი, 7 დეკემბერი, 2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Axel-მა ქართული ტექნოლოგიური სტარტაპებისა და „ანგელოზ ინვესტორების“ შეხვედრა გამართა

ალია ავტორი - ალია
22:56 10-21-2021
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
17

საქართველსო ბანკი სტარტაპებისათვის საინტერესო ღონისძიებების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ჩართულობით ქართულ ტექნოლოგიურ სტარტაპებთან შეხვედრის მიზნით საქართველოს დანიიდან, ნორვეგიიდან და ფინეთიდან მოწვეული 15 მდე ინვესტორი ესტუმრა. ღონისძიების მიზანს წარმოადგენს საქართველოში „ანგელოზი ინვესტორების“ კულტურის გაძლიერება და თბილისის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაცია. ინვესტორების დაინტერესება და ადგილობრივი ბიზნესისთვის დამატებითი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნა.

„ჩვენი მისიაა დავაჩქაროთ ტექნოლოგიური სტარტაპების ეკოსისტემის განვითარება საქართველოში ყველაზე პერსპექტიული ანტრეპრენერებისთვის ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობით“,- განაცხადა გური ქოიავამ „აქსელის“ თანადამფუძნებელმა.

„ჩვენი მხარდაჭერის მთავარი მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოში „ანგელოზ ინვესტორების“შესახებ ცნობიერების ამაღლებას. გვინდა ხაზი გავუსვათ მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობას, რადგან სწორედ ასეთი შეხვედრები წარმოადგენს  ქვეყანაში წარმატებული სტარტაპ ეკოსისტემის შექმნის წინაპირობას. მოზიდული უცხოური ინვესტიცია ქართული ტექნოლოგიური სტარტაპის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამისათვის კი საჭიროა მათ ჰქონდეთ ინფორმაცია, როგორ გააკეთონ ეს. სწორედ ეს შეხვედრა არის კარგი შესაძლებლობა სტარტაპებისთვის, გაიზიარონ უცხოური გამოცდილება, მიიღონ მონაწილეობა პანელურ დისკუსიებში, სემინარებში. ინვესტორებს კი აძლევს შესაძლებლობას, გაეცნონ ქართულ ტექნოლოგიურ სტარტაპებს, მათ  პრეზენტაციებს და მიიღონ საინვესტიციო გადაწყვეტილებები“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

„Visa არის ადგილობრივი მეწარმეების აქტიური მხარდამჭერი. ჩვენი სტრატეგიაა გავაძლიეროთ მცირე და საშუალო ბიზნეს ეკოსისტემა და ხელი შევუწყოთ მეწარმეებს გაანალიზონ და გადალახონ ის სირთულეები, რომელსაც წარმატების გზაზე აწყდებიან. ჩვენი მხარდაჭერის სტრატეგია ბევრი სხვადასხვ პროექტისგან შედგება, ნაწილი არის გლობალური ინიციატივები #WhereYouShopMatters და #ShesNext, ნაწილი კი ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად განხორციელებული პროექტები. ვთვლით, რომ მსგავსი მიქსი ხელს უწყობს გლობალური გამოცდილების ლოკალურ ბაზარზე უკეთ ინტეგრირებას. აქსელთან თანამშრომლობამ მოგვცა საშუალება, დამატებითი წვლილი შეგვეტანა ბიზნეს ეკოსისტემის განვითარებასა და ანგელოზი ინვესტორების კულტურის ცნობადობის ამაღლებაში. დარწმუნებულები ვართ, სტარტაპების დამფუძნებლების ჩართვა საერთაშორისო ქსელში დაეხმარება მათ ცნობიერებისა და უნარჩვევებისა განმტკიცებაში, რაც მათი სამომავლო წარმატების საწინდარია“ – განაცხადა დიანა კიღურაძემ, ვიზას გენერალურმა მენეჯერმა, კავკასიის რეგიონში.

ღონისძიება ორ დღიანია და მოიცავს შეხვედრებს ადგილობრივი ტექნოლოგიური ბიზნესის წარმომადგენლებთან (სტარტაპი და მცირე და საშუალო კომპანიები), პანელურ დისკუსიებს სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ვორქშოფებს, პრეზენტაციებს, ნეთვორქინგს და ქართული კომპანიების მიერ მოკლე პრეზენტაციების წარდგენას ინვესტორთათვის დამატებითი დაფინანსების მოძიების მიზნით.

ღონისძიებაზე განიხილება საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემა, ტექნოლოგიურ ბიზნესში ინვესტირების შესაძლებლობები, ინკუბაციის, პრე-აქსელერაციის და აქსელერაციის პროგრამები. პროგრამის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ქართული კომპანიების მიერ საინვესტიციო პროექტების შესახებ მოკლე პრეზენტაციების წარდგენა ინვესტორებისათვის დამატებითი დაფინანსების მოძიების მიზნით.  

აღნიშნული ღონისძიება მიმდინარე წელს უკვე მეორედ ტარდება და ხელს უწყობს „ანგელოზი ინვესტორების“ კულტურის განვითარებას და აჩენს ახალ შესაძლებლობებს ქართული კომპანიებისათვის. თბილისის ეკონომიკური განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობას, ასევე  საქმიანი და ბიზნეს კავშირების გაღრმავებას ევროპის ქვეყნებთან.

პროექტი თბილისის მერიისა და “ანგელოზ ინვესტორთა” ქსელის- AXEL-ის ორგანიზებით, საქართველოს ბანკისა და  Visa-ს მხარდაჭერით  ხორციელდება.

ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://www.facebook.com/events/1954807451360273/

თეგები: "ანგელოზი ინვესტორები"საქართველოს ბანკისტარტაპი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„მე გეტყვით, თუ ვინ არის ბიძინა ივანიშვილი… ეს არის ინსაიდერული ინფორმაცია, რომელიც უტყუარია, მაგრამ ამას, სავარაუდოდ, არავინ იტყვის!“ – კონრად ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„მე გეტყვით, თუ ვინ არის ბიძინა ივანიშვილი… ეს არის ინსაიდერული ინფორმაცია, რომელიც უტყუარია, მაგრამ ამას, სავარაუდოდ, არავინ იტყვის!“ – კონრად ბაბუნაშვილი

17:20 12-06-2023
როგორ უნდა გათავისუფლდნენ ქართველი ტყვეები? – სამხედრო ექსპერტი გამოსავალზე საუბრობს
ახალი ამბები

„რა შეცდომაც არ უნდა დაუშვას ზელენსკიმ, ამას ვერავინ დაუკარგავს…“ – რას ამბობს გიორგი თავდგირიძე

15:45 12-06-2023
„ქართული ოცნება“ მომზადებული იყო, როგორც პოლიტიკური ძალა, რომ რუსეთის ამ პროექტში მიეღო მონაწილეობა… თუმცა, გეგმები ჩაიშალა“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

„ქართული ოცნება“ მომზადებული იყო, როგორც პოლიტიკური ძალა, რომ რუსეთის ამ პროექტში მიეღო მონაწილეობა… თუმცა, გეგმები ჩაიშალა“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი თავდგირიძე

17:41 12-05-2023
„მე არ დავტოვებ ჩემს ქვეყანას, რაც არ უნდა მოხდეს, ბოლომდე ვიბრძოლებ“ – რას უყვება „ალიას“ ეკა ბესელია?
ახალი ამბები

,, პარტიას, რომელსაც ჰყავს კობახიძე, მდინარაძე, ოხანაშვილი და მათიკაშვილი, იმას ხმა როგორ უნდა მისცენ?” – ეკა ბესელია

21:38 12-04-2023

ბიზნესი

პირველი ელექტროავტობუსი საქართველოში „თეგეტა ჰოლდინგმა“ ჩამოიყვანა
ახალი ამბები

პირველი ელექტროავტობუსი საქართველოში „თეგეტა ჰოლდინგმა“ ჩამოიყვანა

17:29 12-06-2023
GITI 2023- 5 დღე ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებამდე
ახალი ამბები

GITI 2023- 5 დღე ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებამდე

13:53 12-06-2023
სელფის კორპორაციული კლიენტები ოპტიმოს პაკეტებზე სპეციალური პირობებით ისარგებლებენ
ახალი ამბები

სელფის კორპორაციული კლიენტები ოპტიმოს პაკეტებზე სპეციალური პირობებით ისარგებლებენ

16:40 12-05-2023
თიბისი ლიზინგი და EFSE საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას ზრდის
ახალი ამბები

თიბისი ლიზინგი და EFSE საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას ზრდის

15:15 12-05-2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2023 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2023 Alia.ge - All rights reserved

WordPress PopUp Plugin