• რეკლამა
  • კონტაქტი
23:20, ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„საქართველოს ბანკი“ ინოვაციების დანერგვას განაგრძობს

ალია ავტორი - ალია
17:12 12-02-2020
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
375

„საქართველოს ბანკი“ რეგიონის მასშტაბით ინოვაციების დანერგვას განაგრძობს. მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით  და ბიზნესის მხარდასაჭერად, ბანკმა საკუთარ მომხმარებელს კიდევ ერთი ახალი პროდუქტი –  ტერმინალით განაღდება შესთავაზა. ეს ნიშნავს, რომ დღეიდან სავაჭრო და მომსახურების წერტილებში შესაძლებელია თანხის პოს-ტერმინალით განაღდება. შესაბამისად, თუკი მომხმარებელს ხელთ საჭირო თანხა  არ აღმოაჩნდება,  მას აქვს შესაძლებლობა, საქართველოს ბანკის პარტნიორ  სავაჭრო თუ მომსახურების წერტილებში, სასურველი ნივთის შეძენასთან ერთად, ტერმინალით გაანაღდოს თანხა. ამისათვის კი საჭიროა მხოლოდ საბანკო ბარათი. მერჩანტის დახმარებით ბარათიდან განხორციელდება სასურველი ნივთის ან მომსახურების შეძენა და ამავდროულად, თანხის განაღდებაც.

დავით ბეჟიაშვილი, „საქართველოს ბანკის“ პარტნიორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი:
– „საქართველოს ბანკში“ აქტიურად ვმუშაობთ, რომ ჩვენს მომხმარებელს კიდევ უფრო მეტი ინოვაციური პროდუქტი თუ სერვისი შევთავაზოთ და ამით მათი კომფორტი ვუზრუნველვყოთ. გადახდის ციფრული და უკონტაქტო მეთოდები 2020 წელს აუცილებელ საჭიროებად იქცა. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ბიზნესისა და მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული ახალი პროდუქტები წარვადგინოთ. გვჯერა, რომ მსგავსი ინოვაციები ხელს შეუწყობს საქართველოს ბანკის პარტნიორი კომპანიების სამომავლო განვითარებას და კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის მომხმარებლებისთვის საბანკო პროდუქტებს გამოყენებას.

„საქართველოს ბანკმა“ მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით უკვე  დანერგა  ბევრი სიახლე. ბანკმა მომხმარებელს უნაღდო ანგარიშსწორებით „თიფის“, იგივე „სამადლობელის“ დატოვების შესაძლებლობა მისცა. იმ შემთხვევაში თუ კვების ობიექტებში- კაფეში, ბარში, რესტორანში მომსახურების სათანადოდ გაწევის შემდეგ მომსახურე პერსონალისთვის დამატებითი გასამრჯელოს დატოვება გსურთ, მაგრამ საჭირო თანხა არ აღმოგაჩნდათ ნაღდი ფულის სახით, ამ პრობლემას  „სამადლობელი“-ის  ფუნქციის მქონე ტერმინალი მოაგვარებს. კიდევ ერთი პროდუქტი, რომელიც ბანკმა მომხმარებელს პირველმა შესთავაზა, გატერმინალებაა, რითიც ანდროიდის ტელეფონი გადახდის ტერმინალი გახდა. ინოვაციის დანერგვამ განსაკუთრებით შეუწყო ხელი ბიზნესს, ვინაიდან მათ გადახდების მიღება კუთვნილი სმარტფონიდან შეუძლიათ. მომხმარებლისთვის კი გადახდა კიდევ უფრო მოსახერხებელი, მარტივი და სწრაფი გახდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved