• რეკლამა
  • კონტაქტი
18:56, შაბათი, 19 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„საქართველოს ამჟამინდელი კურსი აჩერებს ევროინტეგრაციას“ – რადიო თავისუფლება – ევროკავშირის სამუშაო დოკუმენტი

ალია ავტორი - ალია
20:18 10-07-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
492

ევროკავშირის უმაღლესი ორგანო გეგმავს გაიმეოროს, რომ საქართველოს მთავრობის ამჟამინდელი კურსი ქვეყნის ევროინტეგრაციას აფერხებს და მას მოუწოდოს, განახორციელოს დემოკრატიული რეფორმები.

ეს ირკვევა ევროპული საბჭოს უახლოესი შეხვედრის სამუშაო დოკუმენტიდან, რომელსაც რადიო თავისუფლება გაეცნო.

„ევროპული საბჭო იმეორებს, რომ მოქმედების ამჟამინდელი კურსის შეუცვლელობა საფრთხეში აგდებს საქართველოს ევროპულ გზას, ფაქტობრივად, მას აჩერებს. მოუწოდებს საქართველოს, განახორციელოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები ევროპული ინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად“,– ნათქვამია დოკუმენტში.

ევროპული საბჭო აერთიანებს ევროპის წევრი სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს, რომლებიც წელიწადში ოთხჯერ ხვდებიან ერთმანეთს და ევროკავშირის პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავენ.

ევროპული საბჭოს მომდევნო შეხვედრა ბრიუსელში 17 და 18 ოქტომბერს გაიმართება. ევროპელი ლიდერები ხმას მისცემენ დოკუმენტს, რომელიც წინასწარ შეიმუშავა ევროკავშირის საბჭოს სამდივნომ და რომელსაც რადიო თავისუფლება გაეცნო.

„ევროპული საბჭო იმეორებს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის კურსთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის სადამფუძნებლო ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება“, – ნათქვამია დოკუმენტში.

სამუშაო დოკუმენტში საქართველოს შესახებ კიდევ ორ ჩანაწერს ვხვდებით. მათგან პირველში ნათქვამია, რომ ევროკავშირი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების „თავისუფალ და სამართლიან“ გარემოში ჩატარებას ელის, მეორეში კი ხაზგასმულია ევროკავშირის „ურყევი მხარდაჭერა“ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved