„მაშინ როდესაც უკრაინაში ქალები და ბავშვები იხოცებიან, ამ დროს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება ჩირგვებშია გაქცეული“, – ამის შესახებ „რონდელის ფონდის“ მკვლევარმა ზურაბ ბატიაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„ხელისუფლება მიდგომებს დიდი ალბათობით არ შეცვლის. ჩვენ ვნახეთ, რომ უკრაინის ქალაქები დაიბომბა, ბოლო დაბომბვა მაქვს მხედველობაში და აღმასრულებელი ხელისუფლებიდან, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს არა თუ დაგმობის წერილი არ გამოუქვეყნებია, სამძიმრის წერილიც ვერ გაბედეს, რომ გამოექვეყნებინათ. ამას პოლიტიკოსობა არც სჭირდება, ეს ადამიანური მომენტია, როცა ქალები და ბავშვები იხოცებიან. სად არის აღმასრულებელი ხელისუფლება ჩირგვებშია გაქცეული ხომ?“, – აცხადებს ზურაბ ბატიაშვილი.
კომენტარები