• რეკლამა
  • კონტაქტი
03:05, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველომ 21 ადგილით უკან გადაინაცვლა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გენდერული ნაკლოვანებების ანგარიშში – დეტალები

ალია ავტორი - ალია
13:38 06-20-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
521

ქალთა ორგანიზაცია საქართველოსთვის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2023 წლის “გლობალური გენდერული ნაკლოვანების ანგარიშს” ეხმაურება და წერს:

 

?მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა გამოაქვეყნა 2023 წლის “გლობალური გენდერული ნაკლოვანების ანგარიში”. ის ხაზს უსვამს მნიშვნელოვან პროგრესს და გამოწვევებს გენდერული თანასწორობის მიმართულებით, მთელს მსოფლიოში.
?ანგარიში ცხადჰყოფს, რომ მიღწეული ნაბიჯების მიუხედავად, რჩება მნიშვნელოვანი ხარვეზები, განსაკუთრებით პოლიტიკურ წარმომადგენლობასა და ეკონომიკურ მონაწილეობაში, რომელიც დღემდე აქტუალურია.
?ანგარიშში გაკეთებული ძირითადი დასკვნები მოიცავს:
➡️ეკონომიკური მონაწილეობის მიმართულება: ქალთა მონაწილეობა სამუშაო ძალაში მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე მამაკაცების, მუდმივი ხელფასების სხვაობითა და ხელმძღვანელ პოზიციებზე არასაკმარისი წარმომადგენლობით.
➡️საგანმანათლებლო მიღწევების მიმართულება: მიუხედავად იმისა, რომ საგანმანათლებლო მიღწევების ხარვეზები იხურება, STEM სფეროებში განსხვავებები რჩება, რაც ზღუდავს ქალთა შესაძლებლობებს მაღალი კონკურენციის პირობებში.
➡️ჯანმრთელობა და გადარჩენა: ქალების ჯანმრთელობის შედეგები გაუმჯობესდა, თუმცა ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა არათანაბარი რჩება, განსაკუთრებით დაბალშემოსავლიან ქვეყნებში.
➡️პოლიტიკური გაძლიერება: ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა პოლიტიკაში ნელი ტემპით მიიწევს წინ.
?მოცემული ანგარიში ხაზს უსვამს გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი პოლიტიკისა და ინიციატივების გადაუდებელ აუცილებლობას. ის მოიცავს ქალთა განათლებაში ინვესტირებას, ქალთა STEM სფეროებში შესვლის მხარდაჭერას, სახელფასო ნაკლოვანებების მოგვარებას და ქალთა წარმომადგენლობის გაზრდას, ყველა სექტორში გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე.
?ანგარიშში მოხსენიებულია, ასევე საქართველო.
?მოცემული ანგარიში წარმოადგენს კრიტიკულ შეხსენებას საქართველოში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მუდმივი ძალისხმევის მნიშვნელობის შესახებ.
მკვლევართა აზრით საქართველოში მიღწეული პროგრესის გასამყარებლად მმართველმა რგოლებმა აუცილებელია:
?განახორციელიენონ პოლიტიკა, რომელიც დაამკვიდრებს გენდერულ ანაზღაურებას და ხელს შეუწყობს ქალთა კარიერულ წინსვლას.
?საჭიროა წახალისდეს ქალთა მონაწილეობა STEM განათლებასა და კარიერაში.
?უზრუნველყოფილი იყოს ყველა ქალისთვის ჯანდაცვის სერვისების თანაბარი ხელმისაწვდომობა.
?ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის და ლიდერობის მხარდაჭერა.
??ამ მიმართულებების დაფარვით საქართველოს შეუძლია გააგრძელოს სვლა უფრო ინკლუზიური და სამართლიანი საზოგადოებისკენ, სადაც ყველას, განურჩევლად სქესისა, ექნება განვითარების შესაძლებლობა.
❗️ანგარიშის მონაცემებით 2022 წელთან შედარებით საქართველომ გადაინაცვლა 21 ადგილით უკან და ახლა არის 76-ე ადგილზე. რაც უარყოფითი დინამიკაა.
სრული ანგარიში 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved