• რეკლამა
  • კონტაქტი
19:12, ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველო „უსაფრთხო ცის“ ინიციატივას შეუერთდა

ალია ავტორი - ალია
12:11 12-10-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

კანადის ტრანსპორტის სამინისტროს ორგანიზებით, მიმდინარე წლის 8-9 დეკემბერს „უსაფრთხო ცის“ პირველი ყოველწლიურ ფორუმი (Safer Skies Forum) გაიმართა.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ვირტუალური შეხვედრის მიზანს კონფლიქტის ზონებში სამოქალაქო ფრენებისთვის შექმნილი საფრთხეების და რისკების შემცირებას შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ სახელმწიფოებთან ფართო დიალოგის გამართვა და ერთობლივი სამომავლო ღონისძიებების დასახვა წარმოადგენდა. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ კანადის ტრანსპორტის მინისტრი მარკ გარნო და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) საბჭოს პრეზიდენტი სალვატორე შაკიტანო.

„ფორუმის ფარგლებში, მოწვეულმა სახელმწიფოებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა მხარი დაუჭირეს კანადის მიერ ინიცირებულ „უსაფრთხო ცის“ ინიციატივას. საქართველოს სახელით, ერთობლივ განცხადებას (Safer Skies Statement) შეუერთდა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე. დოკუმენტის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, რომ გააღრმავებენ თანამშრომლობას შემდეგი მიმართულებებით: კონფლიქტის ზონებში სამოქალაქო ფრენების თაობაზე ინფორმაციის, საუკეთესო პრაქტიკისა და მაფრთხილებელი შეტყობინებების ურთიერთგაზიარების მექანიზმის გაუმჯობესება, ეროვნული მოთხოვნების შემუშავება ავიაგადამზიდველებისთვის და მათთვის რისკების შეფასების მოთხოვნა უსაფრთხოების მართვის სისტემის ფარგლებში, საფრთხის შემცველ სიტუაციებში, საავიაციო ხელისუფლებებს, სააერნაოსნო მომსახურების საწარმოებსა და ეროვნულ თავდაცვაზე პასუხისმგებელ უწყებებს შორის კოორდინაციის გაძლიერება და სხვა.

როგორც ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, მნიშვნელოვანი სამუშაოები იქნა გაწეული ICAO-ს სტანდარტებისა და რეკომენდებული პრაქტიკის სრულყოფის კუთხით, ცვლილებები შევიდა ჩიკაგოს კონვენციის დანართებში, გამოიცა მრავალი ცირკულარი და შემუშავდა ახალი სახელმძღვანელო (ICAO manual on Risk Assessment for Civil Aircraft Operations Over or Near Conflict Zones), რომელიც ითვალისწინებს კონფლიქტის ზონებში სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ოპერირების რისკის შეფასებას. სალვატორე შაკიტანოს თქმით, გააქტიურდა მუშაობა ICAO-ს წევრ სახელმწიფოებთან და მათი ჩართულობა მნიშვნელოვანი იქნება საფრთხეების შემდგომი შერბილების თვალსაზრისით“, – ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციაში.

„უსაფრთხო ცის“ ინიციატივით კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო მიმდინარე წლის დასაწყისში გამოვიდა. ინიციატივა ითვალისწინებს საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავებას საომარი მოქმედებების დროს, კონფლიქტურ ზონებში სამოქალაქო ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და რისკების შემცირების მიზნით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved