• რეკლამა
  • კონტაქტი
03:23, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველო უნდა იყოს ინოვაციების, ფინანსური და ლოგისტიკური ცენტრი

ალია ავტორი - ალია
13:41 07-22-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

“ლელო საქართველოსთვის“ აქტიური შეხვედრა დაიწყო თბილისის მოსახლეობასთან. ვაკე არის პირველი უბანი, სადაც პოლიტიკურმა გაერთიანებამ შეხვედრები განაახლა.

შეხვედრას “ლელოს” ლიდერები ესწრებოდნენ და ვაკის მოსახლეობას იმ პრობლემებზე და მისი გადაჭრის გზებზე ესაუბრნენ, რომელიც დედაქალაქშია.

“ლელოს” ლიდერები უშუალოდ პასუხობდნენ მოსახლეობის კითხვებს და მათთან ერთად ქვეყნის განვითარების გზებს განიხილავდნენ.

“ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას თუ შევხედავთ, უმძიმესი ვითარება გვაქვს. ამ სისტემას აუცილებლად გავარღვევთ და შეკეთებას კი არ დავიწყებთ, არამედ რადიკალურად გამოვცვლით. მე და ბადრიმ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ ქვეყნის წინსვლისთვის, იქნება ეს ინვესტიციის მოზიდვა, თუ სამუშაო ადგილის შექმნა. არ დარჩენილა სფერო, სადაც მონაწილეობა არ გვქონია მიღებული. ჩვენი გამარჯვების შემდეგ ერთ-ერთი პროექტი, რომელსაც აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე, იქნება ანაკლია, რადგან მისი მშენებლობა თუ არ განახლდა, ჩვენ ვერ ვიქნებით მსოფლიო სატრანსპორტო რუქაზე და ვერ დავიწყებთ დიალოგს აფხაზებთან. ამიტომ ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც სახელმწიფო დონეზე მივხედავთ,” – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ვაკეში ადგილობრივებთან შეხვედრის დროს ხაზარაძემ აღნიშნა, რომ საქართველო უნდა იყოს ინოვაციების, ფინანსური და ლოგისტიკური ცენტრი და არა კაზინოების ქვეყანა.

“ჩვენი გუნდისგან უნდა ელოდეთ რადიკალურ ინოვაციურ ცვლილებებს, რომელიც ჩვენს ქვეყანას გამოიყვანს ამ მდგომარეობიდან. საქართველო უნდა გახდეს მიზიდულობის ცენტრი, პირველი ჩვენი ძალა არის ინტელექტი – იურისტები, ექიმები, ფინანსისტები, რომლებსაც თავი უნდა მოვუყაროთ. საქართველოს ჰყავს ძალიან ძლიერი აიტი სპეციალისტები, თუ მათ შევუქმნით შესაბამის პირობებს და ეცოდინებათ, რომ აიტი ტექნოლოგია, ინოვაცია და სტარტაპები დაიბეგრება 0%-ით, რადგან ხუთ წელში საქართველო ინოვაციების ქვეყნად მინდა გადაიქცეს. სწორედ ამიტომ ვირჩევთ პროფესიონალ ადამიანებს ჩვენსგუნდში,” – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძის თქმით, უნდაგაუქმდეს საგადასახადო ინსპექცია, რომელიც არის პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომ ბიზნესმენები დასაჯონ და დაემუქრონ. სამართალდამცავი ორგანოების ნდობა აღარ აქვს ხალხს. მისი თქმით, უნდა შეიქმნას ცალკე მდგომი საგამოძიებო ბიურო, რომელსაც ექნება მაღალი ხარისხის ნდობა.

“ცვლილებები იწყება მაშინ, როდესაც ადამიანები იბრუნებენ იმედს”- ამ სიტყვებით ვაკის მაცხოვრებლებს ბადრი ჯაფარიძემ მიმართა.

“აუცილებლად უნდა გვქონდეს იმედი, რომ ქვეყანა არ დარჩება ასეთ ჭაობში, სადაც ახლა ვიმყოფებით. ამ ჭაობიდან კი მხოლოდ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით გამოვა. ყველას ერთი სურვილი გვაქვს, რომ აღდგეს სამართლიანობა. როდესაც ხედავ, რომ ადამიანები მოდიან ხელისუფლებაში თავიანთი თავისთვის და არა ქვეყნისთვის. ეს არის სასწრაფოდ შესაცვლელი. ხელისუფლება უნდა იხარჯებოდეს მოსახლეობისთვის, რათა ყველამ იგრძნოს სახელმწიფოს გვერდით დგომა. “ლელო” სწორედ ამ სტანდარტს დაამკვიდრებს ქვეყანაში, რომ ხელისუფლების მიზანი გამდიდრება კი არა, მოსახლეობისთვის დახარჯვაა,” – ბადრი ჯაფარიძე.

ვაკეში გამართული შეხვედრის დროს “ლელოს” ლიდერმა საბა ბუაძემ ქვეყანაში კრიმინალის გამძაფრებაზე, ფინანსურ პრობლემებსა და მასობრივ ემიგრაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ვაკის მოსახლეობა ძალიან კარგად ხვდება იმ ცვლილებებს, რაც ხდება ქვეყანაში.

“უამრავი ადამიანი მიდის ემიგრაციაში რადგან ხვალინდელ უკეთეს დღეს ვეღარ ხედავენ ამ ქვეყანაში. “ლელო” კი შეიქმნა იმისთვის, რომ ადამიანებს დავუბრუნოთ ხვალინდელი დღის იმედი. შეუძლებელია, არ გვინდოდეს ცვლილებები, რადგან ქვეყანაში გამძაფრებულია კრიმინალი, რომელსაც უამრავი ახალგაზრდა ეწირება. ფინანსური გასაჭირი არის მთავარი მტერი, რომელიც უნდა დავამარცხოთ. ჩვენ არავის წინააღმდეგ არ მოვდივართ, მაგრამ აუცილებლად გავწევთ ყველას გვერდზე, ვინც მოსახლეობასა და კეთილდღეობას შორის ჩადგება,” – საბაბუაძე.

თეგები: ლელო საქართველოსთვისმამუკა ხაზარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved