საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა:
„თუ საქართველოში ყველა პარტიის მხრიდან პოლიტიკური ნება იქნება, აშშ ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ ქვეყანას დახმარება გაუწიოს. საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები სტრატეგიული პარტნიორები არიან და ჩვენს ინტერესებშია, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს, შედგეს დემოკრატიულ სახელმწიფოდ. პარტიებს შორის დიდი განსხვავებებია, მაგრამ ყველამ უნდა იპოვოს საკუთარ თავში ძალა, რომ შეთანხმება იქნას მიღწეული. ვიცი, რომ ჩვენს შესახებ გარკვეული მოსაზრებები გამოითქვა. ყველას აქვს მოსაზრების უფლება, მაგრამ არსებობს ფაქტებიც. ფაქტი კი ის არის, რომ ამერიკაზე უკეთესი მეგობარი საქართველოს არ ჰყავს.
რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილებას, მიმაჩნია, რომ ის ძალიან მაღალიო დონის დიპლომატი და პოლიტიკოსია და საქართველო უნდა ამაყობდეს, რომ ასეთი პოლიტიკოსები ჰყავს“, – განაცხადა დეგნანმა, რომლის თარგმანსაც „მთავარი არხი“ ავრცელებს.
კომენტარები