საქართველოს მთავრობა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად 1 მლნ ლარს გამოყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
განკარგულებას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 მილიონი ლარი გამოიყოფა და ამ თანხით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო უკრაინაში დაზარალებული მოსახლეობისათვის ფარმაცევტულ პროდუქტებსა და სამედიცინო დანიშნულების საგნებს შეისყიდის.
იმედია, შესყიდვა გამჭვირვალე იქნება და ნამდვილად იმას შევისყიდით უკრაინისთვის, რაც სჭირდება.
საქართველოს პრემიერის გუშინდელი, 25 თებერვლის განცხადების გასაპროტესტებლად და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად საღამოს თბილისის ცენტრში ათასობით ადამიანი შეიკრიბა.
უკრაინის მხარდასაჭერი აქცია დაგეგმილია დღესაც, 19 საათზე.
კომენტარები