• რეკლამა
  • კონტაქტი
08:56, ოთხშაბათი, 23 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საქართველო წინ უსწრებს მოლდოვას და უკრაინას… მოლდოვა და უკრაინა უნდა წაეხალისებია ევროკავშირს…” – კობახიძის განმარტება

ალია ავტორი - ალია
15:19 06-17-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
614

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ევროკომისიის რეკომენდაციას ეხმაურება საგანგებო ბრიფინგით და ამბობს:

 

“ევროკომია ევროსაბჭოს უწევს რეკომენდაციას მოლდოვას და უკრაინას მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოსთვის ოფიციალრად აღიაროს ევროპული პერსპექტივა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის, უახლოეს მომავალში კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინაპირობა გახდება.

დოკუმენტში ჩამოწერილია პირობები, რომელთა შესრულებისთანავე საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

ევროპული საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას ძალიან მალე, თუმცა, გვესმის, რომ საბჭოს გადაწყვეტილება, მაღალი ალბათობით, კომისიის დასკვნასთან იქნება თანხვედრაში. გავიმეორებ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ ყველა გაზომვადი პარამეტრით საქართველო წინ უსწრებს მოლდოვა და უკრაინას იქნება ეს დემოკრატია, სამართლის უზენაესობა, ადამიანების უფლებების დაცვა, ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობა, თუ ასოცირების ხელშეკრულებით გათალისწინებული ვალდებულებების შესრულება.

ისიც გვესმის, რომ ევროკომისია და ევროპული საბჭო იღებენ არა ექსპერტულ, არამედ პოლიტიკურ გადაყვეტილებას, შესაბამისად, არსებულ არაორდინალურ პოლიტიკურ ვითარებაში, ევროკომისიის გადაწყვეტილებას აქვს თავისი პოლიტიკური ახსნა.

რუსეთის სამხედრო აგრესიამ და მიმდინარე ომმა უკრაინას უმძიმესი ჰუმანიტარული ზიანი მიაყენა, დაიღუპა ათიათასობით ადამიანი, ყოველი მესამე უკრაინელი დევნილად, ან ლტოლვილადაა ქცეული, დანგრეულია ასობით ქალაქი და სოფელი, უკრაინაში ეკონომიკის ვარდნას 45 პროცენტით პროგნოზირებენ. ამ ფონზე უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მცირედი წახალისებაა, რაც ჩვენ მეგობარ ქვეყანას უსათუოდ უნდა მიეღო.

ჩვენ დღეს მოვისმინეთ განცხადება ევროკავშირის ერთ–ერთი ლიდერისგან, რომ ჩვეულებრივ პირობებში, უკრაინას კანდიდატის სტაუსს ვერ მიიღებდა და ის სტატუსს ომის გამო იღებს.

მძიმე ზიანი მიაყენა ომმა ჩვენ მეგობარ ქვეყანას  მოლდოვასაც, როცა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 14,5 პროცენტი შეადგინა, მოლდოვის ანალოგიური მაჩვენებლი 1 პროცენტი იყო, ასევე მოლდოვას 1 მილიონმა უკრაინელმა ლტოლვილმა შეაფარა თავი, რაც მოლდოვას, ტვირთად აწვება, ევროკავშირი ამ ტვირთს უმსუბუქებს. მოლდოვასაც უნდა მიეღო წახალისება, რაც მის რთულ მდგომარებას, მართალია, ეკონომიკურად არა, მაგრამ პოლიტიკურად მაინც წაადგება. ევროკავშირმა მოლდოვის სამხედრო პოლიტიკურ ნეიტრალიტეტსა და დსთ–ში მის წევრობაზეც კი დახუჭა თვალი და მას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ვულოცავთ როგორც მოლდოვას, ასევე უკრაინას, კანდიდატის სტატუსის მიღებას, რაც ერთ კვირაში, საბოლოოდ დადასტურდება ევროპული საბჭშოს მიერ.

რაც შეეხება საქართელოსთვის მიღებულ გადაწყვეტილებას – ევროპული პერსპექტივის ოფიციალურად აღიარებას საქართელო მრავალი წლის მანძილზე ელოდებოდა., მოხარული ვართ, რო დღეს ეს პერსექტივა ევროკავშირმა ოფიციალურად აღიარა და კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის კონკრეტული გზამკვლევიც შემოგვთავაზა.

რა გადაწყვეტილება მიიღო ევროკომისიამ საქართველოს სტატუსზე? – “ვნახავთ როგორ განახორციელებს რეკომენდაციას”

თეგები: ევროკავშირიევროკომისიაირაკლი კობახიძექართული ოცნება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო – სწორი ადგილი განათლებისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო – სწორი ადგილი განათლებისთვის

14:12 09-22-2026
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
ახალი ამბები

თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის

13:45 09-22-2026
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა

16:41 09-21-2026
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“
ახალი ამბები

თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“

14:45 09-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved