• რეკლამა
  • კონტაქტი
17:07, ორშაბათი, 16 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, საქართველო ციხედ გადაიქცა!” – ბექა ყორშიას გამოსვლა ევროპარლამენტში

ალია ავტორი - ალია
17:16 06-03-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
777

საქართველო ციხედ გადაიქცა! – ამის შესახებ ჟურნალისტმა ბექა ყორშიამ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ყორშიამ გამოსვლის დიდი ნაწილი მზია ამაღლობელზე საუბარს დაუთმო, თქვა, რომ დაკავებული ჟურნალისტი, რომელიც ციხეში გამოკეტეს, “საქართველოს სახეა”და ევროპარლამენტის ტრიბუნიდან მისი გათავისუფლება კიდევ ერთხელ მოითხოვა.

ჟურნალისტმა თქვა, რომ “ოცნების” ხელისუფლება თავის მოქალაქეებს ქვეყნის ერთგულებისა და სიყვარულისთვის სჯის.

ერთი თხოვნა მაქვს: ნუ აქცევთ „სტრატეგიულ მოთმინებას“ მორალურ დუმილად, ახლა არა განცხადებების, არამედ ქმედების დროა – მიმართა ყორშიამ ევროპარლამენტს.

სიტყვით გამოსვლა ჟურნალისტმა ქართველი ხალხისადმი მიმართვის დაასრულა – “გჯეროდეს, საქართველო, გჯეროდეს საკუთარი ძლიერების, თავისუფლების და შენი ადგილის დიდ ევროპულ ოჯახში”

მოგესალმებით, ევროპარლამენტის წევრებო, ძვირფასო სტუმრებო და მასპინძლებო. მოგესალმებით ყველას, ვისაც საქართველოზე გული შესტკივა.

მე ვარ ბექა ყორშია, ჟურნალისტი საქართველოდან.

ვამბობ „ჟურნალისტს“ და ვგულისხმობ ადამიანს, რომელიც ჯერ კიდევ არ დაუკავებიათ…

შეიძლება ბევრი რამ იცოდეთ საქართველოს შესახებ, მაგრამ შეიძლება არ იცით ერთი მნიშვნელოვანი რამ: საქართველო ყოველთვის იდგა და დღესაც დგას ძლიერ ქალებზე. მათ გამბედაობასა და ურყევ პრინციპებზე. საქართველო ფეხზე დგას მშრომელი ქალების, ინტელექტუალი ქალების, ემიგრანტი ქალების წყალობით – ქალების, რომლებმაც არა მხოლოდ თავისი შვილები, არამედ გაზარდეს თავად საქართველო, როგორც ქვეყანა.

მაგრამ დღეს ერთი განსაკუთრებული ქალის სახელი უნდა ვთქვა. ხმამაღლა… მინდა ისეთივე ხმამაღლა ვთქვა, როგორიც მისი სამშობლოსადმი ერთგულება და სიყვარულია. ეს ქალი ჩემი კოლეგა მზია ამაღლობელია, რომელიც ახლა პოლიტიკური პატიმარია და აბსურდული ბრალდებით ზის ციხეში. მზია ამაღლობელი – თავისი უტეხი ხასიათითა და სიძლიერით არამხოლოდ ქართველი ქალის, არამედ – თავად საქართველოს სახეა.

„თავისუფლება მზია ამაღლობელს!“

ბოლო დრომდე ვმუშაობდი ტელეკომპანია „მთავარში“ და ვაკეთებდი პოლიტიკურ სატირას  — არა იმიტომ, რომ კომიკოსი ვარ, არამედ იმიტომ, რომ ზოგჯერ სიმართლის გაშუქების ერთადერთი გზა ხალხის გაცინებაა… სანამ აეტირებათ.

ამჟამად ჩემს ქვეყანას 65 პოლიტიკური პატიმარი ჰყავს. ეს რიცხვი 3-ჯერ შეიცვალა, სანამ ამ ტექსტს ვწერდი. ესენი არიან სტუდენტები, ჟურნალისტები, მსახიობები, მოაზროვნეები — ახალგაზრდები ნათელი წარსულით და კიდევ უფრო ნათელი ოცნებებით.

ეს არის ხალხი, ვინც ამბობს, რომ საქართველო ეკუთვნის ხალხს —
და არა პარტიას და მით უმეტეს – არა მოსკოვს.

შეიძლება მათი სახელები არ გეცნობოდეთ,
მაგრამ მათ მიერ თავისუფლებისთვის გაღებული მსხვერპლი უდიდესია…

არალეგიტიმურმა მთავრობამ ჩვენ შორის ყველაზე ჭკვიანი და ზოგადად, ყველაზე უკეთესი ხალხი  გამოარჩია და დააპატიმრა. რატომ? იმიტომ, რომ მათ უბრალოდ  სამშობლოს სიყვარული გაბედეს… და გაბედეს იმის დაჯერება, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია და არა რუსეთში.
საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი ამბობს, რომ ევროპული ინტეგრაცია ქართველი ხალხის ნებაა. მაგრამ ისინი, ვინც დღეს ამ მუხლს იცავენ, სამწუხაროდ, პარლამენტში კი არ სხედან, არამედ – ციხეში.

და თუ დღეს ქვეყნის სიყვარული, თავისუფლების სიყვარული და ევროპული ღირებულებების რწმენა-  დანაშაულია —

მაშინ დიახ, ისინი დამნაშავეები არიან!
ჩვენც, ყველანი დამნაშავეები ვართ!
და დიახაც, ვამაყობთ ამით!

როგორც ბოდლერმა თქვა:

“ეშმაკის ყველაზე დიდი ხრიკი ისაა, რომ შეძლო და სამყარო მის არარსებობაში დაარწმუნა”

ჩვენი ე.წ მთავრობაც ამ ხრიკს მიმართავს – ცდილობს დაგვარწმუნოს,  რომ ავტორიტარი არ არის. სამწუხაროდ, დასავლეთში ზოგიერთებმა ეს დაიჯერეს…

(პაუზა) მაგრამ არ ტყუვდება ქართველ ხალხი, რომელიც 200-დღეა ქუჩაში დგას და ყველა ქალაქში უსამართლობას აპროტესტებს.

სამწუხაროდ, საქართველო ციხედ გადაიქცა. ძალიან ლამაზ ციხედ — მთებით, ღვინით, პოლიფონიური სიმღერით, დიდებული ლიტერატურით — მაგრამ მაინც ციხედ. მხოლოდ რამდენიმე პრივილეგირებული ოჯახი გრძნობს თავს კარგად. დანარჩენები — ჟურნალისტები, მშრომელები, მსახიობები, ოპოზიციის წარმომადგენლები — ყოველდღიურ შიშში ცხოვრობენ

ახლა მე არ ვსაუბრობ, როგორც მსხვერპლი. ვსაუბრობ, რადგან ჯერ კიდევ მჯერა, რომ ლაპარაკს ჯერაც აქვს მნიშვნელობა. და რაც მთავარია, მჯერა, რომ ევროპა — ნამდვილი ევროპა — უსმენს, როდესაც სიმართლე ლაპარაკობს… თუნდაც აქცენტით.

ამიტომ მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს:

ნუ აქცევთ  „სტრატეგიულ მოთმინებას“ მორალურ დუმილად

ახლა არა განცხადებების,
არამედ ქმედების დროა.

და ბოლოს, მინდა ქართველ ხალხს მივმართო:

გჯეროდეს, საქართველო, გჯეროდეს საკუთარი ძლიერების, თავისუფლების და შენი ადგილის დიდ ევროპულ ოჯახში…
გჯეროდეს, რადგან მთელი მსოფლიო გიყურებს. გჯეროდეს, რომ ყოველი მსხვერპლი, რომელიც თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე გაგიღია, ფუჭად არ ჩაივლის… “- თქვა ყორშიამ.(tvpirveli)

თეგები: ბექა ყორშია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025

ბიზნესი

თიბისი IT აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე რეგისტრაცია იწყება
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე რეგისტრაცია იწყება

15:25 06-16-2025
ექსპრეს ლომბარდი საქართველოში ოქროს ნაკეთობების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემფასებელია!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საქართველოში ოქროს ნაკეთობების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემფასებელია!

15:18 06-16-2025
17 ივნისიდან PSP -აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება
ახალი ამბები

17 ივნისიდან PSP -აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება

13:41 06-16-2025
თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან

13:07 06-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved