• რეკლამა
  • კონტაქტი
22:18, კვირა, 5 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველო – “რუსეთის შვეიცარია”?! – გიორგი თარგამაძე

ალია ავტორი - ალია
21:03 04-09-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
420

ჟურნალისტი, გიორგი თარგამაძე:

“საქართველო უნდა გახდეს ახალი შვეიცარია” – ასე ფიქრობენ მოსკოვში. რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური ფორუმის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა პირდაპირ გვითხრა კრემლის მესიჯი: საქართველომ უნდა მოირგოს საბანკო ანკლავის როლი, რომელიც თითქოსდა ამერიკელებმა შვეიცარიას წაართვეს.

ნამდვილი შვეიცარიისა რა გითხრათ, თუმცა, დღევანდელი პრობლემებიდან გამომდინარე, მოსკოვს მართლაც სურს საქართველოს მის საკუთარ, “რუსულ შვეიცარიად” ქცევა. ტერიტორიად, რომელიც პოლიტიკურად დასავლეთისგან მაქსიმალურად იზოლირდება, თუმცა ექნება ნახევრად ევროპული სახელმწიფოს სტატუსი, საიმისოდ, რომ იზოლაციაში მყოფმა მოსკოვმა, დასავლეთის ფინანსურ რესურსებზე, სატრანსპორტო თუ ენერგეტიკულ არხებზე წვდომა საქართველოს გავლით შეინარჩუნოს.

აშკარაა, რომ კრემლმა საკუთარი ხედვა საქართველოს როლთან და მის ფუნქციასთან დაკავშირებით გასაგებად და მკაფიოდ ჩამოაყალიბა: საქართველო, როგორც “რუსეთის შვეიცარია” არის სწორედ ის ფორმულა, რასაც დღეს უკვე ეყრდნობა რუსული პოლიტიკა და საქართველოსთან დაკავშირებული ნებისმიერი ასპექტი, იქნება ეს ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება, უსაფრთხოების საკითხები, ინვესტირების მოცულობა, ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტები თუ სხვა რამ, ამ პოლიტიკას მოერგება და ამავე პრიზმიდან გაიზომება.

სამწუხარო რეალობაა, რომ დღეს, 9 აპრილიდან 34 წლის თავზე, ის თაობა, რომელმაც ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელ მამებთან ერთად უზარმაზარი მსხვერპლი გაიღო სამშობლოსთვის არა მხოლოდ 9 აპრილს, შემდგომი წლების განმავლობაშიც, აღმოვჩნდით ვითარებაში, როდესაც ქართული ხელისუფლება მთელ რესურსს და ძალისხმევას ისტორიულად მტრულად განწყობილი სახელმწიფოს მხრიდან ჩვენი ქვეყნის დამორჩილებას ახმარს. არადა მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება, სწორედ დღეს გვთავაზობს საუკეთესო პირობებს ქვეყნის თავისუფლების, სუვერენიტეტის, დემოკრატიის თუ ევროატლანტიკური პერსპექტივის შეუქცევადობის გარანტიების შესაქმნელად. ასეთი შესაძლებლობა არც აქამდე გვქონია და ხელიდან გაშვების შემთხვევაში – მომავალშიც, დიდი ალბათობით, კარგა ხანი არ გვექნება.

შესაძლოა ზოგმა მარტივად ვერც გაიგოს, თუ რატომ არის რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის მონიჭებული ახალი როლი ასეთი სახიფათო. პასუხი ზედაპირზეა: კვაზისახელმწიფოდ გადაქცევის გარდა, იმიტომ, რომ საკუთარ თავში ის მოსკოვის ადგილობრივი კლიენტურისთვის სარგებლის გარანტირებასაც გულისხმობს. იმიტომ, რომ ეს არის შემთხვევა, როდესაც საქართველო რუსული რესურსების რეცხვის, გადანახვისა და ცირკულაციის პლატფორმა ხდება. ეს სქემა სამწუხაროდ უკვე მუშაობს და ივანიშვილის ვერტიკალი და ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამით საგრძნობ სარგებელს ნახულობს, კიდევ უფრო ზუსტად რომ ვთქვათ – პარაზიტირებს. მეტიც, საქართველო სულ უფრო მეტად ხდება რუსულ რესურსებზე, როგორც ნარკოტიკზე დამოკიდებული. რომ არ ყოფილიყო დასავლეთის მხრიდან მოსკოვის იზოლაცია და რუსული რესურსების საქართველოს მიმართულებით ინტენსიური გადმოდინება, ქვეყანა დღეს უმძიმეს ეკონომიკურ ვითარებაში იქნებოდა, რადგან ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არც ეკონომიკური განვითარების ხედვა აქვს და არც ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის ნება. საკუთარი გამორჩენისა და გადარჩენის მიზნით კი ქვეყანას სრულად დამოკიდებულს ხდის რუსულ რესურსებზე.

როდესაც ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი შეფი აცხადებს, რომ “პუტინი მოსიარულე გვამია”, რომელსაც დიდი ალბათობით პირადი გარემოცვა, ბიზნეს ელიტა, ან სპეცსამსახურები მოიშორებენ, როდესაც გაერთიანებული დასავლეთი შეუზღუდავ დახმარებას ჰპირდება უკრაინას ფართომასშტაბიანი კონტრშეტევის დროულად და ეფექტურად განსახორციელებლად – მარტივი მისახვედრია – მნიშვნელოვანი გარდატეხა ფრონტზეც და დიდ პოლიტიკაშიც ერთი ხელის გაწვდენაზეა. და როდესაც ამ ვითარებაში შენ ისევ “რუსეთის შვეიცარიობაზე” და კრემლის ელიტის შვეიცარობაზე ოცნებობ, იმ რუსეთის, რომელსაც გარდაუვალი კატასტროფა ემუქრება, ან გიჟი ხარ და შეშლილი, ან უბრალოდ სამარცხვინო მოღალატე, რომელიც 9 აპრილის სისხლით მოპოვებულ საქართველოს დამოუკიდებლობას და სახელმწიფოებრიობას უკან, მტერს აბარებ.

თეგები: გიორგი თარგამაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს
ახალი ამბები

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს

18:17 07-03-2026
Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
ახალი ამბები

Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა

15:31 07-03-2026
საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved