• რეკლამა
  • კონტაქტი
04:27, ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველო “კოვაქსს” უჩივლებს? – “ბოსნიამ “კოვაქსს” უჩივლა” – მინისტრის კომენტარი

ალია ავტორი - ალია
20:48 03-01-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძემ რუსთავი 2-“ის გადაცემა „დღის კურიერის“ ეთერში განაცხადა:

„ჯანდაცვის სამინისტრომ დღესვე მიმართა „კოვაქს“ პლატფორმას და ჩვენ მოვთხოვეთ მათ პასუხი, რატომ ჰქონდა „ინტერპრესნიუსს“ მსგავსი პასუხი. ვინაიდან, ყველა იმ არსებულ კომუნიკაციაში, რომელიც ჩვენ დავიწყეთ „კოვაქს“ პლატფორმასთან 18 სექტემბრის შემდეგ, მათი მხრიდან წერილობით, რომ ჩვენ რაიმე სახის შეცდომა დავუშვით ან დროული პასუხი არ გავეცით, კომუნიკაციის წერილებში მსგავსი პასუხი არასდროს მოსულა.

„კოვაქს“ პლატფორმა ერთხელ უკვე მოხდა მსგავს გაუგებრობაში, კერძოდ ბოსნიასთან მიმართებაში, რის გამოც ბოსნიამ „კოვაქსს“ პლატფორმას უჩივლა. ამ ეტაპზე, ველოდებით ჯერ მათგან განმარტებებს, რომ მათ უარყონ ეს ბრალდება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროზე, ვინაიდან, მსგავსი ნამდვილად არ ყოფილა და ამის შემდეგ განვაგრძობთ საჭირო კომუნიკაციას.

გამომდინარე იქიდან, რომ აქ საუბარია რეპუტაციულ რისკებზე, ჩივილსაც არ გამოვრიცხავ. ვინაიდან, ეს ყველაფერი, ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოში არსებული მძიმე პოლიტიკური მდგომარეობიდან  გამომდინარე, ოპოზიციური ოპონენტების მხრიდან გამოყენებულია იმის ესკალაციისთვის, რომ საქართველოში მოხდეს პოლიტიკური დიდი დაძაბულობა და პოლარიზაცია. ამას ჯანდაცვის სამინისტრო არ დაუშვებს. ჩვენ არ გავხდებით იმის მიზეზები, რომ ოპონენტებმა ისარგებლონ იმით, რაც არის ჩვეულებრივი ბრალდება“

რით დასრულდა ბოსნიის სახელმწიფოსა და “კოვაქს პლატფორმის” სასამართლო პროცესი, მინისტრს არ უთქვამს.

“ალია” კი შეგახსენებთ, რომ დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თავად დაადასტურა, რომ “ფაიზერთან” დაზღვევის ხელშეკრულება ჯერ ისევ არ დაგვიდია!”

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ 2021 წლის 12 იანვარს საქართველოს ჯერ ისევ არ ჰქონდა ვაქცინაციის გეგმა და აშშ-ის ელჩმა, ტიკარაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა: “ახლა ყველა ელის მჭიდრო კოორდინაციას ვაქცინის გეგმასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ვაქცინაციის განხორციელების მკაფიო გეგმის არსებობა.”

ტიკარაძის დაპირება აშშ-ის ელჩს Pfeizer-ის ვაქცინაზე და ელჩის 3 გზავნილი მთავრობას
რას გვიმალავდა ჯანდაცვის სამინისტრო და რატომ ვერ მივიღეთ სინამდვილეში ვაქცინა?
თეგები: ეკატერინე ტიკარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved