ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძემ რუსთავი 2-“ის გადაცემა „დღის კურიერის“ ეთერში განაცხადა:
„ჯანდაცვის სამინისტრომ დღესვე მიმართა „კოვაქს“ პლატფორმას და ჩვენ მოვთხოვეთ მათ პასუხი, რატომ ჰქონდა „ინტერპრესნიუსს“ მსგავსი პასუხი. ვინაიდან, ყველა იმ არსებულ კომუნიკაციაში, რომელიც ჩვენ დავიწყეთ „კოვაქს“ პლატფორმასთან 18 სექტემბრის შემდეგ, მათი მხრიდან წერილობით, რომ ჩვენ რაიმე სახის შეცდომა დავუშვით ან დროული პასუხი არ გავეცით, კომუნიკაციის წერილებში მსგავსი პასუხი არასდროს მოსულა.
„კოვაქს“ პლატფორმა ერთხელ უკვე მოხდა მსგავს გაუგებრობაში, კერძოდ ბოსნიასთან მიმართებაში, რის გამოც ბოსნიამ „კოვაქსს“ პლატფორმას უჩივლა. ამ ეტაპზე, ველოდებით ჯერ მათგან განმარტებებს, რომ მათ უარყონ ეს ბრალდება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროზე, ვინაიდან, მსგავსი ნამდვილად არ ყოფილა და ამის შემდეგ განვაგრძობთ საჭირო კომუნიკაციას.
გამომდინარე იქიდან, რომ აქ საუბარია რეპუტაციულ რისკებზე, ჩივილსაც არ გამოვრიცხავ. ვინაიდან, ეს ყველაფერი, ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოში არსებული მძიმე პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ოპოზიციური ოპონენტების მხრიდან გამოყენებულია იმის ესკალაციისთვის, რომ საქართველოში მოხდეს პოლიტიკური დიდი დაძაბულობა და პოლარიზაცია. ამას ჯანდაცვის სამინისტრო არ დაუშვებს. ჩვენ არ გავხდებით იმის მიზეზები, რომ ოპონენტებმა ისარგებლონ იმით, რაც არის ჩვეულებრივი ბრალდება“
რით დასრულდა ბოსნიის სახელმწიფოსა და “კოვაქს პლატფორმის” სასამართლო პროცესი, მინისტრს არ უთქვამს.
“ალია” კი შეგახსენებთ, რომ დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თავად დაადასტურა, რომ “ფაიზერთან” დაზღვევის ხელშეკრულება ჯერ ისევ არ დაგვიდია!”
აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ 2021 წლის 12 იანვარს საქართველოს ჯერ ისევ არ ჰქონდა ვაქცინაციის გეგმა და აშშ-ის ელჩმა, ტიკარაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა: “ახლა ყველა ელის მჭიდრო კოორდინაციას ვაქცინის გეგმასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ვაქცინაციის განხორციელების მკაფიო გეგმის არსებობა.”
კომენტარები