• რეკლამა
  • კონტაქტი
23:30, შაბათი, 12 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველო კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეშაა – ექიმი მოსახლეობას აფრთხილებს

ალია ავტორი - ალია
12:12 01-28-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

ბოლო ორი დღეა შეიცვალა კორონავირუსის გავრცელების რისკები და ჩვენ უკვე ვხვდებით მაღალი რისკის ქვეშ,- ამის შესახებ პედიატრმა, „ავერსის“ კლინიკის პედიატრიული სამსახურის უფროსმა თამარ ოგბაიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა და უკვე 2798 შემთხვევაა დადასტურებული.

“27 იანვრის მონაცემებით, პაციენტთა რაოდენობა გაზრდილია, სულ 2798 შემთხვევაა. აქედან უდიდესი ნაწილი არის ჩინეთში – 2741 შემთხვევა. ეს არის ლაბორატორიულად დადასტურებული, თუმცა საეჭვო შემთხვევები ორჯერ მეტია. აქედან მძიმე მიმდინარეობით არის 641, ლეტალური შემთხვევები გაიზარდა. ეს არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. ჩინეთის გარეთ არის ვიეტნამში, იაპონიაში, ნეპალში, ტაილანდში, სინგაპურში, ასევე ცოტა მოშორებით მდებარე ქვეყნებიდან საფრანგეთში 3 შემთხვევაა, ავსტრალიამ დაადასტურა 4 შემთხვევა, ხოლო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა – 5. საეჭვო შემთხვევები მსოფლიოში გაცილებით მეტია, მაგრამ ლაბორატორიულ დადასტურებას ელოდებიან. წინა დღეებში ჩინეთში იყო ძალიან მაღალი რისკის ინფიცირება, ირგვლივ მდებარე რეგიონში – მაღალი. ბოლო ორი დღეა შეიცვალა ეს რისკები და გლობალურად გაიზარდა და მაღალი რისკია, ანუ ჩვენ უკვე ვხვდებით მაღალი რისკის ქვეშ”,- განაცხადა ოგბაიძემ.

პედიატრმა ვირუსის სიმპტომებსა და პრევენციის ზომებზეც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, აღნიშნულ ვირუსს სხვა რესპირატორული ვირუსების მსგავსი სიმპტომები ახასიათებს და პრევენციის ზომებიც მსგავსია.

“სიმპტომები კორონავირუსს აქვს მსგავსი, რაც სხვა რესპირატორული ვირუსების დროს არის. ესაა: ხველა, ცხელება, ცხვირიდან გამონადენი, შესაძლოა ტკივილი მკერდის არეში. დაავადება შესაძლოა მიმდინარეობდეს ნაკლები ინტენსივობით უსიმპტომოდ ან საკმაოდ გამოხატულად. ეს სიმპტომები ასევე ახასიათებს გრიპსაც, ამიტომ დადასტურება მოხდება მხოლოდ ლაბორატორიული გზით. რაც შეეხება პრევენციას, ყველაზე კარგი არის ვაქცინაცია, მაგრამ ჯერჯერობითამ ვირუსის ვაქცინაცია არ გვაქვს. პირველ რიგში, კონტაქტების შეზღუდვა, თუ ვინმეს აქვს ხველა, მაღალი ცხელება, მოვერიდოთ. აუცილებელი ამ კონტაქტის შემდეგ ხელების კარგად დაბანა. ზოგადად, ჯანდაცვის ორგანიზაცია მოგვიწოდებს, რომ ვიბანოთ ხელები ძალიან ხშირად და ეს უნდა მიმდინარეობდეს მინიმუმ 20 წამის განმავლობაში. განსაკუთრებული სიფრთხლეა საჭირო როდესაც საქმე ეხება აეროპორტებს და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს. მნიშვნელოვანია, რომ შევამციროთ კავშირი გარკეულ ცხოველებთან, ფერმებთან. არ მივირთვათ თერმულად დაუმუშავებული საკვები“, – განაცხადა ოგბაიძემ და დასძინა, რომ სპეციფიური მედიკამენტი არ არსებობს და მკურნალობა არის სიმპტომატური.

მისივე თქმით, ვირუსი ვრცელდება ძალიან სწრაფად. „ის ხასიათდება მძიმე მიმდინარეობით, ყველა შემთხვევაში სიკვდილობას, რა თქმა უნდა, არ იწვევს. განსაკუთრებით მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება ბავშვებში და ხანდაზმულ ადამიანებში. გართულება არის ფილტვის ანთება, საკმაოდ მძიმე პლევმონია ახასიათებს, შესაძლოა გართულდეს ბრონქიტით ან თირკმლის უკმარისობით”,- განაცხადა ოგბაიძემ.

ექიმმა ასევე ჩინეთიდან ჩამოსული ამანათების მეშვეობით ვირუსის გავრცელების საფრთხეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ “ნებისმიერი ტიპის ვირუსი მშრალ გარემოში დიდხანს ვერ ძლებს”.

“ეს თემა მთელ მსოფლიოში აქტუალურია. თვითონ კონკრეტული ვირუსის შესახებ სრული ინფორმაცია ჯერ კიდევ არ გვაქვს, მაგრამ, ზოგადად ვირუსები დიდხანს, დამოუკიდებლად, მშრალ გარემოში ვერ ძლებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩინური ფოსტა ავრცელებს ინფორმაცის, რომ ყველა ამანათი, რომელიც მოდის ჰუვეის რეგიონიდან, ორგზის დაექვემდებარება დეზინფექცის”,- განაცხადა პედიატრმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025

ბიზნესი

ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე
ახალი ამბები

ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე

16:07 07-11-2025
სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი
ახალი ამბები

სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი

16:09 07-10-2025
ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს

15:52 07-10-2025
თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

14:16 07-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved